Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 18.01.2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

News.ge 

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 ლარს შეადგენს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით თელავში ორ – ...

სერგეი ლავროვი: მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან

News.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო მექანიზმები არსებობს, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს. ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, “ურთიერთობის აშენების” მომხრეა. “მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან. არის დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ. საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებებში ახლა დასავლელი ...

არჩილ თალაკვაძე: უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარიში ვერტმფრენის გამანადგურებელი კატასტროფის გამო, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – გამაგრდი, უკრაინა!

News.ge 

საქართველო – უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს. „უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარიში ვერტმფრენის გამანადგურებელი კატასტროფის გამო, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვების. ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. გამაგრდი, უკრაინა!“ – წერს თალაკვაძე. ცნობისთვის, კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან... Читать дальше...

ბექა ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე: თუ აკვირდებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებაშია, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები

News.ge 

თუ აკვირდებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებასა და მძიმე შიდა პოლიტიკურ პროცესებშია, მათი რეიტინგი დეგრადირებს, როგორც წესი, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომელიც მათ ცოტა ხნით წატივტივების საშუალებას აძლევს და როგორც მაშველ რგოლს, ეჭიდებიან – ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა! – ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა ოდიშარიას კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს ხელისუფლების ...

პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი იმიტომ დაიწყო, რომ შეეჩერებინა ომი დონბასში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი იმიტომ დაიწყო, რომ შეეჩერებინა ომი დონბასში. როგორც BBC იტყობინება, ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვიდან, რომელიც მან ოთხშაბათს პეტერბურგში წარმოთქვა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ლენინგრადის ბლოკადას გადარჩენილთა წინაშე. „ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, - თქვა პუტინმა. მისი სიტყვებით, უკრაინა ტრაგედიის გზას დაადგა ჯერ კიდევ 2014 წელს... Читать дальше...

გარემოს სააგენტო მოსახლეობას ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრის შესახებ აფრთხილებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისისა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან, მტვრის მასების გავრცელების შესახებ აფრთხილებს. უწყება განმარტავს, რომ ეს შესამჩნევი იქნება დღეიდან, 18 იანვრიდან. "აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს. აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს

Radiotavisupleba.ge 

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. „ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის საკითხებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და... Читать дальше...

ცხინვალი ევროკავშირის დამკვირვებლებთან დაკავშირებულ ინციდენტს უარყოფს, EUMM-ი კი აცხადებს, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა და მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მომხდარი ინციდენტის შესახებ საერთოდ უარყო. მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა. „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ეს საკითხი განიხილებოდა, გარწმუნებთ. Читать дальше...



მსოფლიოს ლიდერები და უკრაინელი პოლიტიკოსები სამძიმარს გამოთქვამენ ბროვარის ტრაგედიის გამო

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს ლიდერები და უკრაინელი პოლიტიკოსები სამძიმარს გამოხატავენ კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის დაღუპვასთან დაკავშირებით, რასაც 18 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა. „ნამდვილი ტრაგედია. ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ შსს-ს ხელმძღვანელი დენის მონასტირსკი, შსს-ს ხელმძღვანელობა, ბავშვები. დენის ანატოლის ძე და მისი კოლეგები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფაში. დაიწყო გამოძიება. ყველა ვერსია შემოწმდება. გულითადი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს“, დაწერა... Читать дальше...

ფურცხვანიძე მოსამართლეს: პატივცემულო მოსამართლევ, მე მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ, ჩემი თხოვნაა, დანარჩენ ადამიანებს შეუცვალეთ აღკვეთი

News.ge 

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ყველა ბრალდებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობა განიხილა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვა. სხვა ბრალდებულთა ადვოკატებმა კი, გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის... Читать дальше...

"რონდელის მსოფლიო რადარი": ახლა აღარ არის არც სკეპტიციზმის საფუძველი და არც დრო

Radiotavisupleba.ge 

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი ლაპარაკობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერებაზე: "მთავარი გზავნილი არის, რომ პუტინისთვის და რუსეთისთვის არ დარჩეს კითხვის ნიშანი კოლექტიური დასავლეთის გადაწყვეტილების სიმტკიცეზე. ეს მართლაც არ არის რიტორიკა უკრაინელების გასამხნევებლად".

„ტომობრივი კანონები“ - ქართველი ინსტრუქტორები გუდაურში მუშაობას უკრძალავენ უცხოელებს

Radiotavisupleba.ge 

გუდაურის სათხილამურო კურორტზე სეზონი მწირი თოვლით და უსიამოვნო დაძაბულობით დაიწყო: ლეგალურად სამუშაოდ ჩასულ უცხოელებს ადგილობრივები კლიენტების მომსახურებას უკრძალავენ, ზოგჯერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან მათ. ვითარების განმუხტვაზე  პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

ბლინკენი: „ახალ ტერიტორიულ რეალიებზე“ მოსკოვის მოსაზრებები მიუღებელი და მავნეა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნა, გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალიები“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძვლად სწორედ ეს პირობები დაასახელა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან იანვრის დამდეგს გამართულ შეხვედრაზე. ბლინკენის თქმით, ასეთი პოზიცია კონტრპროდუქტიულია. „უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები, აღიაროს ახალი ტერიტორიული რეალიები, მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკებების პროცესის მოგვარების საშუალებას“... Читать дальше...

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები და ინფორმაცია გვაქვს სააკაშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე, არამედ …

News.ge 

ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები და ინფორმაცია გვაქვს სააკაშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე, არამედ ლოგიკური ჯაჭვი შევკარით და ვთქვით, რომ საზოგადოება კარგად აკეთებს დასკვნებს და ახლა ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ შეიძლება ეს ვერსია არსებობდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვაზე, რამდენად სწორია მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მათი ანალიზის საფუძველზე პარტნიორების მიმართ მსგავსი ბრალდებები, მაჭარაშვილი ...

სერგეი ლავროვი: საქართველოს, ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ …

News.ge 

ვხედავთ, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ...

როგორ გადაწყდება „ჭიათურლობისთვის“ ჩამოყვანილი რვა თვის მაკაკების ბედი?

Radiotavisupleba.ge 

ოთხი პრიმატი, მაკაკის ჯიშის ოთხი მაიმუნი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოში, სავარაუდოდ, „ჭიათურლობისთვის“, 2022 წლის შემოდგომისთვის ჩამოიყვანა. ამჟამად მაკაკები რვა თვისანი არიან და ჭიათურის ცენტრში, ე.წ. „გედების ტბასთან“ აგებულ 20 კვადრატულ მეტრ ვოლიერში ცხოვრობენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ვერტმფრენის კატასტროფის 3 ძირითად ვერსიას განიხილავს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. მათ შორისაა ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა და წინასწარ განზრახული ქმედება სატრანსპორტო საშუალების გასანადგურებლად. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მისი თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ტრაგედიის დეტალების და ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. Читать дальше...

New York Times-ი: აშშ უკრაინაში საბრძოლო მასალებს აგზავნის ისრაელში თავისი არსენალიდან

Radiotavisupleba.ge 

გაზეთ New York Times-ის ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებისას ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს იყენებს. აშშ-ს ისრაელში საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს მომარაგებული. ის განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად. ამავე დროს, არსენალი შეუძლია მოიხმაროს ისრაელმაც, საგანგებო ვითარებაში. ჭურვების ისრაელში არსებული არსენალიდან გამოყენების მიზეზი ისაა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში საბრძოლო მასალა არასაკმარისად იწარმოება. Читать дальше...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო. სამძიმრის განცხადება შალვა პაპუაშვილმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. "ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პაპუაშვილი. ... Читать дальше...

“ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა წარმოუდგენლად მძიმე ფასის, რომელსაც უკრაინა იხდის რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს” – ევროპელი ლიდერები უკრაინას სამძიმარს უცხადებენ

News.ge 

ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა მომხდარის გამო სამძიმარი გამოთქვა და აღნიშნა, რომ „ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა წარმოუდგენლად მძიმე ფასის, რომელსაც უკრაინა იხდის რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს“. კიევის ოლქში მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთელ ქვეყანას მიუსამძიმრა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, ...

შალვა პაპუაშვილი კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს

News.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს. „ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს პაპუაშვილი. ცნობისთვის... Читать дальше...

ლევან იოსელიანი კახა კალაძის განცხადებაზე: უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს

News.ge 

„ხელების დაბანა“ სწორი არ არის – უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, – ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლიფტებთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, უსაფრთხოებაზე ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მერიას, თუმცა, ეს ასე რეგულირებული არ არის და მერიას ეს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. მიუხედავად ამისა, იოსელიანი აცხადებს, რომ... Читать дальше...

რუსი ტელეწამყვანი, ბორის კორჩევნიკოვი ბუბა კიკაბიძეზე: შეაფურთხა იმ ქვეყანას, რომელიც მას ზრდიდა

News.ge 

რუსი პროსამთავრობო ტელეწამყვანი ბორის კორჩევნიკოვი ქართველი არტისტის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოეხმაურა. კორჩევნიკოვის თქმით, კიკაბიძეს რუსეთის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებსა და ცილისწამებაზე უარი არასოდეს უთქვამს. „კიკაბიძე ამ ქვეყნიდან როგორ წავიდა, არ ვიცი, მაგრამ ამ საიდუმლოებაში ადამიანი ყოველთვის მარტოა ღმერთთან. შეიძლება ბევრი რამ მოინანია. კიკაბიძეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებსა და ცილისწამებაზე უარი არასოდეს უთქვამს. ამიტომ, ...

თინა კანდელაკი: როგორც საქართველოში ვამბობთ, რაც მეტი სიტყვაა, მით ნაკლებია საქმე

News.ge 

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს. კანდელაკის თქმით, რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება შეიძლება რეალურ საფრთხედ იქცეს, ოღონდ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. „2022 წლის მარტიდან რუსეთის მოქალაქეებმა 400 მილიონი დოლარი განათავსეს ქართულ ბანკებში“, – ამას ვწერდი ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, ...

„ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სერგეი ლავროვს კითხვა პრორუსული ტელეარხის, „ალტ-ინფოს“, ჟურნალისტმა დაუსვა, შეკითხვა უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა,... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *