Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 18.01.2023

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო. ამ შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში ვერტმფრენის ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, 18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან. Читать дальше...

როგორ ებრძვის "ქართული ოცნება" მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას - გამოქვეყნდა MDF-ის კვლევა

Radiotavisupleba.ge 

"მედიის განვითარების ფონდი" "მითების დეტექტორის" პროექტის ფარგლებში აქვეყნებს კვლევას, რომელიც მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", სტრატეგიას აღწერს მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან. კვლევაში წერია, რომ “სინამდვილეშის” ფეისბუკპოსტებს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მედია აქტიურად აშუქებს. კვლევის მიგნებები: "მმართველი პარტიის გვერდი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოპონენტების განცხადებების ან ქმედებების სექსიზმად, სიძულვილის ენად ან ანტიდემოკრატიულ და დისკრედიტაციის კამპანიად შეფასებით იმ ცნებების დევალვაციას ახდენს... Читать дальше...

რუსეთის ლიპეცკის ოლქში პოლიციამ ჯარისკაცი მოკლა დაკავების მცდელობისას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ლიპეცკის ოლქში პოლიციის სპეცრაზმმა დაკავების მცდელობისას მოკლა ჯარისკაცი, რომელმაც უკრაინასთან ომში ბრძოლის ველი დატოვა და შეიარაღებული გადაადგილდებოდა. ამის თაობაზე 18 იანვარს იტყობინება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახურზე დაყრდნობით. ტელეგრამ- არხების Mash-ისა და и Astra-ს თანახმად, ჯარისკაცმა, რომელიც იძებნებოდა, წინააღმდეგობა გასწია და სპეცდანიშნულების რაზმმა ის მოკლა. არსებული ცნობით, პოლიციამ მოკლულთან მისვლა ვერ გაბედა და გამნაღმველები გამოიძახეს. Читать дальше...

შარლ მიშელი: დენის მონასტირსკი იყო ევროკავშირის დიდი მეგობარი

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უერთდება უკრაინის მწუხარებას ვერტმფრენის კატასტროფის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი. შარლ მიშელი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ დენის მონასტირსკი იყო ევროკავშირის დიდი მეგობარი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და უკრაინელ ხალხს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი... Читать дальше...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას ემხრობა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარების მიზნით უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ევროკავშირის ხელმძღვანელმა 18 იანვარს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების თაობაზე განაცხადა, რომ „თითქმის ერთი წელია, რუსეთი ატარებს განადგურების სტრატეგიას, ტერორის სტრატეგიას, დაბომბვით ცდილობს უკრაინელი ხალხი დაიმორჩილოს“, მაგრამ "უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ“. მან დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს „მხარდაჭერას მანამ, სანამ უკრაინას ეს დასჭირდება. Читать дальше...

"ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, უკრაინისთვის მებრძოლს მოქალაქეობა ჩამოართვას" - NGO-ს საკანონმდებლო წინადადება

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები" ქმნის საკანონმდებლო წინადადებასა და პეტიციას, რომლითაც ითხოვს, ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს უფლება, შეუწყვიტოს უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლ ქართველებს მოქალაქეობა. "საქართველოს თითოეული მოქალაქის ნაბიჯი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას უკრაინა, არის გაღებული წვლილი - დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად, საქართველოს მომავლის დასაცავად.... [კანონში] არსებული ჩანაწერი, იმდაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნების პირობებში... Читать дальше...

კულება: 18-მდე გაიზარდა ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

18 ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება იუწყება. მანამდე დადასტურებული იყო 16 ადამიანის, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის სიკვდილი. ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით... Читать дальше...

კალაძე: მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია…

News.ge 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, გამოეხმაურა ვაზისუბანში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმრის ჩავარდნასა და დაღუპვას.  კალაძის თქმით, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია კორპუსის ამხანაგობა, თუმცა მათ ფინანსურ დახმარებას შესაბამისი გამგეობებიც უწევენ. “მინდა, განმარტებები გავაკეთო, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას. საუბარი იყო მერიის, ჩვენი სამსახურების  დადანაშაულებაზე. შეიძლება, ბევრმა არ იცის რეალობა, ბევრი შეიძლება, მიზანმიმართულად აკეთებს... Читать дальше...



ალან გაგლოევის პარტიის ოფისთან სროლა იყო

Radiotavisupleba.ge 

უცნობმა ცეცხლი გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, პარტია „ნიხასის“ ოფისთან. ამავე შენობაში მანამდე მისი წინასაარჩევნო შტაბი იყო გახსნილი. ინციდენტის შედეგად, რომელიც 17 იანვარს მოხდა, არავინ დაშავებულა. დე ფაქტო შს მინისტრის, ვალერი გაზაევის, ინფორმაციით, პირის ვინაობა დადგენილია. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შემოვიდა ოსეთისა და გაგლოევის ქუჩის კვეთაზე მომხდარი სროლის შესახებ, უცნობმა ჰაერში გაისროლა და ადგილიდან მიიმალა, სროლის შედეგად დაშავებულები არ არიან. Читать дальше...

უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

News.ge 

უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილეც არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საერთო ჯამში დაღუპულია 16 ადამიანი, აქედან ცხრა პირი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. კიდევ შვიდი პირი კი, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია. ასევე დაშავდა 22 ადამიანი, მათ ...

ანა ნაცვლიშვილი: უმრავლესობის წევრთა კომენტარებმა დაადასტურა, რომ ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა ხელისუფლების დაგეგმილი იყო… ვუსამძიმრებ „ქართულ ოცნებას“

News.ge 

ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმა დაადასტურა, რომ ყვარლის ინციდენტი ხელისუფლების დაგეგმილი იყო – ამ დონემდე რომ დაეშვა, ამისთვის უნდა „იმუშაო“. ვუსამძიმრებ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლის საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ძალადობრივ ჯგუფებს საკუთარი მიზნების განხორციელების და ანტიკონსტიტუციური ქმედებების საშუალება ეძლევათ, უაღრესად... Читать дальше...

მეექვსედაც გადავშენდებით? - გლობალური კატასტროფის პროგნოზი

Radiotavisupleba.ge 

ამერიკული სამეცნიერო ჟურნალი Science Advances წერს, რომ საუკუნის დამლევს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების მეოთხედზე მეტი განადგურდება.

უკრაინის შს მინისტრი და კიდევ 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად. ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს დილით ჩამოვარდა საბავშვო ბაღის მახლობლად. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროს იგორ კლიმენკოს წინასწარი ინფორმაციით, სულ დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. საავადმყოფოშია 22 დაშავებული, მათგან 10 ბავშვი. ვერტმფრენი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეკუთვნოდა. Читать дальше...

ლევან ჩიკვატიას განცხადება: DRG-ს ეს ფორმა დამღუპველია ტრავმატოლოგიისთვის… ვწყვეტ ოპერაციებს

News.ge 

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია პრაქტიკულ საქმიანობას დროებით წყვეტს. „ოპერაციებს აღარ და ვეღარ გავაკეთებ“, – უთხრა მან BMG-ს. მიზეზი DRG სისტემის ამოქმედებაა.როგორც ლევან ჩიკვატია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ის მომხრეა ინოვაციის, მაგრამ DRG-ის ის ფორმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა, „დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის“. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის... Читать дальше...

კალაძის თქმით, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კორპუსის მოსახლეობაა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კორპუსის მოსახლეობაა. მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს წერია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - "ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ". ასე გამოეხმაურა მერი 14 იანვარს თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარ უბედურ შემთხვევას. "ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის... Читать дальше...

ზურაბიშვილი: უნაკლოები არ ვართ, თუმცა კანდიდატის სტატუსი სწრაფად უნდა მივიღოთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მიღებაც. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე მან Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. "ვფიქრობ, ორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თვალსაზრისით და არა აუცილებლად წმინდად პოლიტიკური კრიტერიუმებით, რასაც ევროკავშირი აქამდე იყენებდა. ერთი რამ ის არის... Читать дальше...

ილია ტაბაკად

Radiotavisupleba.ge 

ლევან ბერძენიშვილზე უკვე მესამედ ვწერ. იმედი კი არა მაქვს, რომ გასამდება და მეტი აღარ მომიწევს დაწერა. განა მეზარება, უბრალოდ, ჩემი აზრი ამ კაცზე ცნობილია და დანარჩენი გამეორება იქნება. ჩემი მოკრძალებული აზრი კი ლევანზე მუდამ იყო, არის და იქნება უმაღლესი. ასე რომ, ამაზე არ ღირს დახურდავება.

კიევის მახლობლად ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

Radiotavisupleba.ge 

ვერტმფრენი ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში. გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" საოლქო პოლიციის სპიკერ ირინა პრიანიშნიკოვაზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. კიევის ოლქის პოლიციის ცნობითვე, ვერტმფრენი საბავშვო ბაღის მახლობლად ჩამოვარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ კიკაბიძის მოულოდნელი გამოჩენა და სიმღერა კიევის მეტროსთან (ვიდეო)

News.ge 

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უკრაინელი სამხედროები ამერიკულ ბაზაზე სწავლობენ Patriot-ის გამოყენებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში დაიწყო სწავლება უკრაინელი სამხედროებისთვის, რომლებმაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის გამოყენება უნდა აითვისონ. პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის ინფორმაციით, სწავლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება 90-დან 100-მდე უკრაინელის მონაწილეობით. ისინი ოკლაჰომის შტატში მდებარე ფორტ სილის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. აშშ-მა 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს. 2023 წლის იანვრის დასაწყისში ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო გერმანიამ, ამ კვირაში კი - ნიდერლანდის მთავრობამაც. Читать дальше...

გურამ მაჭარაშვილი: ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი – თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება

News.ge 

ევროინტეგრაცია ჩვენი კურსია, მაგრამ იქიდან ისეთი სიგნალები უნდა იყოს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ უნდა ეხებოდეს , – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. მისი თქმით, ვინც დააპირებს, საქართველოს საქმეებში უხეშად ჩაერიოს, მიიღებს პასუხს. ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი და თუ დაინახავენ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან ...

ენტონი ბლინკენი: რუსეთის მოთხოვნა ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ მიუღებელია

News.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა კიევისგან ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას. „რუსები ცდილობენ გაავრცელონ ნარატივი, რომ ისინი დაინტერესებული არიან დიპლომატიით. რუსეთის მოთხოვნა უკრაინის მიერ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას“, – აღნიშნა ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან, ჯეიმს კლევერლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. იანვრის... Читать дальше...

118 წლის ასაკში გარდაიცვალა პლანეტის უხუცესი მცხოვრები ლუსილ რანდონი

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა პლანეტის უხუცესი მცხოვრები, ფრანგი ლუსილ რანდონი. თებერვალში მას 119 წელი შეუსრულდებოდა. ლუსილ რანდონი 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა. 1945 წლიდან, 28 წლის განმავლობაში მუშაობდა ქალაქ ვიშის საავადმყოფოში, 70-იანი წლების ბოლოდან კი, საფრანგეთის სხვადასხვა მონასტერში მოღვაწეობდა და მონაზონ ანდრეს სახელით იყო ცნობილი. ბოლო წლებში მხოლოდ ეტლით გადაადგილდებოდა. 2021 წელს COVID-19-ით დაავადდა, თუმცა, მალე გამოჯანმრთელდა. სააგენტო „ფრანს პრესის" ინფორმაციით, ლუსილ რანდონი 17 იანვარს ძილში გარდაიცვალა. Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტსა და კიდევ 8 დასახლებულ პუნქტთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 3 - კრამატორსკის და კუპიანსკის სამოქალაქო ობიექტებზე, 14 საავიაციო დარტყმა და 95 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მტერი წარუმატებლად უტევს ავდეევკის მიმართულებას. Читать дальше...

ბლინკენი: უკრაინა კვლავაც მიიღებს შეიარაღებას, რომელიც წარმატებისთვის სჭირდება

Radiotavisupleba.ge 

აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმ შეიარაღებით, რომელიც ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად სჭირდება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა 17 იანვარს ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ბლინკენის თანახმად, შეერთებული შტატების მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება ვითარდებოდა რუსეთის აგრესიის განვითარების შესაბამისად - „სტინგერიდან“ „ჯაველინსა“ და „ჰაიმარსამდე“ და შემდეგ „ბრედლიმდე“ და „პეტრიოტამდე“. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *