Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 01.04.2022

დანილოვი: დიქტატორს „წმინდა თარიღები“ უყვარს. პუტინს 9 მაისამდე სურს უკრაინის განადგურება, რათა შემდეგ აღლუმით აღნიშნოს გამარჯვება

News.ge 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ კრემლის დიქტატორ ლიდერს 9 მაისამდე სურს უკრაინის განადგურება, შემდეგ კი აღლუმით გამარჯვების აღნიშვნა. დანილოვი ამბობს, რომ დიქტატორს „წმინდა თარიღები“ უყვარს. „ზეიმი ჯერ ნაადრევია. მტერი ასე უბრალოდ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას, ის ასე მარტივად არ დატოვებს უკრაინის განადგურების იდეას. ის ახლა თავისი ძალების მობილიზებას ცდილობს ...

ქუ­თა­ის­ში გო­გომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ყელი გა­მოჭ­რა

News.ge 

ქუ­თა­ის­ში გო­გომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ყელი გა­მოჭ­რა. შემ­თხვე­ვა მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. თვითმხილ­ველ­თა თქმით, 25- წლამ­დე კაცს და­ზი­ა­ნე­ბა ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. იგი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე გა­იქ­ცა. ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო და სა­პატ­რუ­ლოს ჯგუ­ფე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ჭრი­ლო­ბა არ­ტე­რი­ა­ზე ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. მომ­ხდარს, სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ფლიქ­ტი უძღო­და წინ... Читать дальше...

ვაჟა გაფრინდაშვილი: ყველამ ვიცით, ვინც მოაზროვნეა, როგორია ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ უარესია ოპოზიცია…

News.ge 

“ყველამ ვიცით, ვინც მოაზროვნეა, როგორია ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ უარესია ოპოზიცია, რომელიც სხედხართ პარლამენტში, ვერაფერს აკეთებთ და არ გამოდიხართ და არ ტოვებთ მარტო ამ მთავრობას, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმაც დაინახონ, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში, არის მხოლოდ “ქართული ოცნების” ბრალი. თქვენ, ასე თუ ისე ოპოზიცია, ათეთრებთ….” – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

სააკაშვილი აქვეყნებს ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ წერილს 

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე, თავად მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. „ფეისბუკზე", სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ექსპრეზიდენტი აღნიშნავს: „კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს... Читать дальше...

ნათია მეზვრიშვილი: პარტნიორების მხარდაჭერის და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ქვეყანას საფრთხეები ემუქრება

News.ge 

ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ამ კონტექსტში ბიბილოვის განცხადებს აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობა აქვს და კიდევ უფრო მეტი საფრთხისშემცველია , – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში იქნება. როგორც ნათია ...

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა დმიტრო კულებას და მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, მათ შორის პოლონეთში გამართული შეხვედრის შედეგების თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინისათვის იმ დახმარებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ არაპროვოცირებულ, უსამართლო და სასტიკ ომში თავის დასაცავად და მაღალი შეფასება მისცა დიპლომატიაში ჩართულობისადმი უკრაინის ერთგულებას. Читать дальше...

ომი უკრაინაში და მისი გავლენა პოლონეთ-უნგრეთის ღერძზე

Radiotavisupleba.ge 

ისინი განუყრელები ჩანდნენ. ბრიუსელს ყოველ ნაბიჯზე პრობლემებს უქმნიდნენ - ამბობდნენ, რომ ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს იცავდნენ და, ბევრის აზრით, თავს ესხმოდნენ სასამართლო სისტემასა და მედიას. თუმცა, პოლონეთსა და უნგრეთს შორის დამოკიდებულება შეიცვალა. მათი ურთიერთგაგება უნდობლობით შეიცვალა. მიზეზი კი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა გახდა. კვირას უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მისი შედეგები აჩვენებს, დაიშლება თუ არა ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ალიანსი. უკრაინის ომის ფონზე ხუთი... Читать дальше...

რომან გოცირიძე: ეს არის სიცრუე, ეს არის ინტერპრეტაცია

News.ge 

ეს არის სიცრუე, ეს არის ინტერპრეტაცია, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა. რომან გოცირიძის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ „საჩივარი ამოიღო“, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა ამ ფაქტს „უზარმაზარი ინფორმაცია მოაყოლა“, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. „ეს არის სიცრუე, ეს ...



“პუტინის სასარგებლო იდიოტები გერმანიიდან”

News.ge 

„გერმანიის სიჯიუტე, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, რუსეთის ლიდერთან მჭიდრო კავშირი შეენარჩუნებინა, თვალის დახუჭვა დანაშაულებების მთელ კატალოგზე, დაწყებული საქართველოში შეჭრიდან, გაგრძელებული ოპონენტების მკვლელობებითა და სამხედრო დანაშაულებებით სირიაში, სხვა არაფერი იყო, თუ არა კატასტროფული შეცდომა, რომელიც ანგელა მერკელს პოლიტიკური გულუბრყვილობის პანთეონში ნევილ ჩემბერლენის გვერდით დაუმკვიდრებს ადგილს“, – წერს ამერიკული გამოცემა ”Politico”-ს ევროპის რედაქციის მთავარი კორესპონდენტი, მეთიუ კარნიტშნიგი სტატიაში... Читать дальше...

ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რესპუბლიკაში გამგზავრებას აპირებს

News.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რესპუბლიკებში გამგზავრებას აპირებს. ამის შესახებ მან თავად ჰუმანიტარული დახმარების შემკრებ პუნქტში ვიზიტისას განაცხადა. პუნქტი მისმა ცოლმა გახსნა. იქ აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას თვითაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში გასაგზავნად. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ოსურ მედიასთან საუბარში არ დააკონკრეტა როდის აპირებს ბიბილოვი ოკუპირებული დონბასის ე.წ რესპუბლიკების ...

ესტონეთის მთავრობამ რუსული სამგზავრო კომპანია Yandex-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო

News.ge 

ესტონეთის მთავრობამ რუსული სამგზავრო კომპანია Yandex-ის მიმართ სანქცია დააწესა, რომლის მიხედვითაც იკრძალება კომპანიის ოპერირება ესტონეთში. ადგილობრივი მედიის ცნობით, აკრძალვა ძალაში შევა ორშაბათს, 11 აპრილს. Yandex NV-ს ეკრძალება ესტონეთში მოსახლეობისთვის ტაქსისა და საბროკერო სერვისების მიწოდება. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაჯა კალასმა განაცხადა, რომ ეს აკრძალვა უკავშირდება უსაფრთხოების საკითხს. „Yandex-ის საქმიანობის აკრძალვა იძლევა მკაფიო სიგნალს, რომ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ ...

მიხეილ სააკაშვილი: იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ ადგილი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას

News.ge 

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამით სააკაშვილი ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ საააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ... Читать дальше...

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარმა ყირიმიდან სამი რაკეტა ესროლა ოდესის რაიონის დასახლებულ პუნქტს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი არმიამ ოკუპირებული ყირიმიდან პარასკევ საღამოს სამი რაკეტა დაუშინა ოდესის რაიონის დასახლებულ პუნქტს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეგრამის არხით გაავრცელა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ. „სულ ახლახან მოწინააღმდეგემ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით“ ყირიმიდან სამი რაკეტით განახორციელა იერიში ოდესის ოლქში მდებარე დასახლებულ პუნქტზე. არიან დაზარალებულები. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. გპირდებით, რომ ისინი ინანებენ თითოეული რაკეტის სროლას და ჩვენი მიწის თითოეულ დაბომბვას“, - დაწერა მარჩენკომ. Читать дальше...

„ცარიელი მუქარა“ და გაზის რუბლზე გაყიდვის რუსული სქემა

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, „არამეგობრულ ქვეყნებს“ ბუნებრივი აირის საფასური რუბლებში გადაეხადათ, ევროპა ამის გაკეთებას არ აპირებს. სქემა, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად მოიფიქრეს, უფრო საშიშად გამოიყურება, ვიდრე არის.  31 მარტს პუტინმა ბუნებრივი აირის შესასყიდად „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ ახალი წესები დაადგინა. ბი-ბი-სი წერს, რომ ბრძანების ტექსტის მიხედვით, ევროპისთვის დიდად არაფერი იცვლება. უბრალოდ, რუსეთში „გაზპრომბანკის“ სახით შეიქმნება პლატფორმა, რომელიც ვალუტას გადაცვლის. Читать дальше...

“სწორედ მერკელის გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა ამ კატასტროფამდე“

Radiotavisupleba.ge 

„გერმანიის სიჯიუტე, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, რუსეთის ლიდერთან მჭიდრო კავშირი შეენარჩუნებინა, თვალის დახუჭვა დანაშაულებების მთელ კატალოგზე, დაწყებული საქართველოში შეჭრიდან, გაგრძელებული ოპონენტების მკვლელობებითა და სამხედრო დანაშაულებებით სირიაში, სხვა არაფერი იყო, თუ არა კატასტროფული შეცდომა, რომელიც ანგელა მერკელს პოლიტიკური გულუბრყვილობის პანთეონში ნევილ ჩემბერლენის გვერდით დაუმკვიდრებს ადგილს“, - წერს ამერიკული გამოცემა ”Politico”-ს ევროპის რედაქციის მთავარი კორესპონდენტი, მეთიუ კარნიტშნიგი სტატიაში... Читать дальше...

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში. შემთხვევა თბილისში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. პროკურატურის განცხადებით, „შარტავას ქუჩაზე დ.ჯ.-მ, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა... Читать дальше...

ალექსანდრ დუგინი: „სამყაროს აღსასრულისას მნიშვნელოვანია, იყოთ ჩვენს მხარეს“

Radiotavisupleba.ge 

სისხლისმღვრელი ომი, რომელიც შუაგულ ევროპაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, დიდწილად განპირობებულია რუსული სამყაროსა და რუსული ცივილიზაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აკვიატებული იდეებით, რომლებსაც, ხილული თუ უხილავი ძაფებით, ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინთან მივყავართ. „მოსკოვსკი კომსომელეცისათვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა,  დუგინი მოკრძალებულად ამბობს, რომ პუტინისა და მისი იდეების თანხვედრას ერთი და იმავე ისტორიული წყაროებით სარგებლობა განაპირობებს. Читать дальше...

ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ დონბასში წასვლა გადაწყვიტა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის რესპუბლიკებში გამგზავრებას აპირებს. ამის შესახებ მან თავად ჰუმანიტარული დახმარების შემკრებ პუნქტში ვიზიტისას განაცხადა. პუნქტი მისმა ცოლმა გახსნა. იქ  აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას თვითაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში გასაგზავნად. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ოსურ მედიასთან საუბარში არ დააკონკრეტა როდის აპირებს ბიბილოვი ოკუპირებული დონბასის ე.წ რესპუბლიკების მონახულებას. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი აცხადებს... Читать дальше...

255-მდე გაიზარდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან უკრაინაში დაღუპულ სამხედროთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ხუთი ადამიანით გაიზარდა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ საოკუპაციო ძალების რიგებში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაღუპულ ჯარისკაცების რაოდენობა სტავროპოლის ტერიტორიის სტეპნოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა სერგეი ლობანოვმა დაადასტურა სამხედრო მძღოლ არტემ კუპრიჩენკოს სიკვდილი. მან თქვა, რომ ჯარისკაცი "გარდაიცვალა გმირული სიკვდილით" და დაჯილდოვდა ორდენით მხედრული მამაცობისთვის. ოფიციალური პირი არ ასახელებს კუპრიჩენკოს ასაკს, ჯარების სახეობას, წოდებას და მისი დაღუპვის გარემოებებს. Читать дальше...

პესკოვი: ვინაიდან განცხადებაში პრეზიდენტია ნახსენები, მე ვიტყვი, რომ დეპარდიეს, დიდი ალბათობით, ბოლომდე არ ესმის რა ხდება

News.ge 

კრემლში ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს კრიტიკას უპასუხეს, რომელმაც უკრაინაში შეჭრას გიჟური და მიუღებელი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ჟერარ დეპარდიეს ბოლომდე არ ესმის რა ხდება უკრაინაში, იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად არ ადევნებს თვალს პოლიტიკურ დღის წესრიგს. პესკოვის თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში რუსული მხარე მზად არის განუმარტოს მას ვითარება. „ვინაიდან განცხადებაში პრეზიდენტია ნახსენები, ...

ადვოკატი ტყუილს უწოდებს იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, ევროსასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმის „სიიდან ამორიცხვის" შესახებ

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა 1 აპრილს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას. „სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებათა დაცვის თავლსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საქმის დამატებით შესწავლა. Читать дальше...

ტიმურ სულეიმენოვი: ჩვენ დავიცავთ სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ვართ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი …

News.ge 

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფიროსის პირველი მოადგილის, ტიმურ სულეიმენოვის თქმით, ყაზახეთი დაიცავს რუსეთისა და ბელაურის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციებს, არ იქცევა სანქციათა გვერდის ავლის ინსტრუმენტად. “ჩვენ დავიცავთ სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ვართ წევრი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს, ჩვენ ასევე ვართ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ამიტომ, რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა არის აშშ-ისა ...

ნანა გეგეჭკორი: სანქციები შეეხო ყველას, მათ შორის ექიმებსაც და სტუდენტებსაც

News.ge 

“აპლიკანტებს რუსეთიდან ვეღარ შეეძლებათ ამერიკული სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების ჩაბარება. სანქციები შეეხო ყველას, მათ შორის ექიმებსაც და სტუდენტებსაც,” –  წერს სოციალურ ქსელში ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი-კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი. წყარო

შოთა კაკაბაძე - "რუსეთის ავანტიურა ჩავარდა - მან ვერ მოახერხა ვერც ერთი მიმართულებით პროგრესი"

Radiotavisupleba.ge 

"რუსეთმა ვერც ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღება ვერ შეძლო და ერთი თვის თავზე სურათი არ შეიცვალა უკრაინაში. რუსეთს ახლა აწყობს როგორმე აიღოს ტაქტიკური პაუზა, გადააჯგუფოს თავისი ძალები და დაფიქრდეს როგორ გააგრძელოს ოპერაცია" - ამბობს შოთა კაკაბაძე, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" GIP-ის მკვლევარი.





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *