Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 25.04.2022

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ თაკილობს და სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად აკეთებს ფულს

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, დასაკარგი დრო არ არის. „უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მხრივ. ის იბრძვის სიცოცხლისთვის, არც მეტი და არც ნაკლები. ამიტომ, დრო იმისთვის, რომ ვუყუროთ როგორ კვდება მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით, არ გვაქვს და ვერ გვექნება. რაც არ უნდა ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს ...

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ამჟამად თვითმფრინავში იმყოფება, რომელიც მოსკოვისკენ მიემართება

News.ge 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ამჟამად თვითმფრინავში იმყოფება, რომელიც მოსკოვისკენ მიემართება. ამის შესახებ გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა განაცხადა. გუტიერეშს 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „მიიღებს“. ასევე ის სამუშაო შეხვედრას და ლანჩს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავს. გაეროს გენდმივანი ასევე გაემგზავრება კიევში და ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა ...

ნიკა მელია: …და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს

News.ge 

ძალიან მიკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს იცი პუტინის ტყვე არის მიხეილ სააკაშვილი და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი იმისა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ერთი ხელის ...

ილონ მასკი დაახლოებით 44 მილიარდ დოლარად შეიძენს ტვიტერს

Radiotavisupleba.ge 

მილიარდერმა ილონ მასკმა მიაღწია შეთანხმებას ტვიტერის 44 მილიარდამდე დოლარის ოდენობით შესასყიდად - აცხადებს კომპანია.  კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ამბობდა, რომ ტვიტერის შესყიდვა სურდა იმიტომ, რომ ის, მისი აზრით, სათანადოდ ვერ ასრულებდა "თავისუფალი სიტყვის" პლატფორმის პოტენციურ ფუნქციას. მასკის თქმით, ტვიტერი უნდა გადაკეთდეს კერძო კომპანიად, რათა მას მომხმარებელი ენდოს და უკეთ ემსახუროს თავისუფალი სიტყვის, მისი თქმით, "საზოგადოებრივ იმპერატივს". Читать дальше...

თავდაცვიდან თავდასხმაზე? - აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინას ახალ შესაძლებლობებს აძლევს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის მასშტაბური სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად აძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და, თავდაცვის გარდა, მას თავდასხმის შესაძლებლობებს აძლევს.

სოფო ჭყონია: მე პირადად, ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვიყავი და ნაციონალურ მოძრაობასაც სააკაშვილის გამო ვაძლევდი ხმას. მე ამის გამო, სხვებისგან განსხვავებით …

News.ge 

“მე პირადად, ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვიყავი და ნაციონალურ მოძრაობასაც სააკაშვილის გამო ვაძლევდი ხმას. მე ამის გამო, სხვებისგან განსხვავებით, არც მრცხვენია,არც ვმალავ, არც ვკომპლექსდები და არც მეშინია. პირიქით! სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობით ბედნიერი ვინც არის და ისინი ვინც სხედხართ და უცდით როდის მოკლავს რუსული ტერორისტული სახელმწიფო ციხეში ქართველ პოლიტიკოსს და პუტინის მტერს, ყველა, რბილად რომ ვთქვა ...

პოლონეთის პრემიერი: პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთმა უკრაინას ტანკები გაუგზავნა - განაცხადა პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ 25 აპრილს, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.  უკრაინა დასავლეთს მოუწოდებს მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მეტი იარაღი, განსაკუთრებით მძიმე შეიარაღება, იმ ფონზე, როცა რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთში.  "დიახ" - ასე უპასუხა მორავიეცკიმ კითხვას, პოლონეთმა თუ გაგზავნა, ან თუ გაგზავნის ტანკებს უკრაინაში. მან უარი თქვა დეტალების, მათ შორის გაგზავნილი ტანკების რაოდენობის დაკონკრეტებაზე.  მარტში პოლონეთი აცხადებდა... Читать дальше...

სტამბოლის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ფილანთროპს და ბიზნესმენს, ოსმან კავალას

Radiotavisupleba.ge 

თურქ ფილანთროპს და ბიზნესმენს, ოსმან კავალას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, გასაჩივრების უფლების გარეშე, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნეს მთავრობის დამხობის მცდელობაში, საპროტესტო გამოსვლების დაფინანსების გზით.  კავალას საქმემ დაძაბულობა გამოიწვია თურქეთსა და მის მოკავშირეებს, ევროპის ქვეყნებს და აშშ-ის შორის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეიშენელმა კავალას განაჩენს მყისიერად უწოდა დარტყმა მართლმსაჯულებაზე და ადამიანის უფლებებზე.  განაჩენის გამოცხდებამდე წარმოთქმულ სიტყვაში 64 წლის კავალამ თქვა... Читать дальше...



ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვიილისს დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად. ოპოზიციური პაარტიის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. „ბოლო-ბოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ, ქალბატონო ზურაბიშვილო, ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა მე თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა ერთხელ, თქვენ იცით... Читать дальше...

ლელა კაკულია: არც არავის დაუგდებს ყურს, იგი დიქტატორია. დაერევა „დუმას“, არ მისცემს არავის მისი ლანძღვის საშუალებას

News.ge 

მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მდგრადი განვითარების საკითხებში ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანაც დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მან უკრაინაში პუტინის ომი გააპროტესტა. ანატოლი ჩუბაისი ჯერჯერობით არ ეკონტაქტება მედიასაშუალებებს და არც არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ამ დროისათვის უცნობია, სად იმყოფება იგი. თუმცა გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტებმა თურქეთში დააფიქსირეს ერთ-ერთი ბანკომატიდან ფულის მოხსნის დროს. როგორც გამოცემა ...

ენმ მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის და დავით ხიდაშელისთვის სანქციების დაწესებას

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა  პარტიის სახელით საგანგებო განცხადება გააკეთა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის შესახებ. მისი ავთენტურობა დადგენილი არ არის.  „თურქული „ბაირახტარის“ პირდაპირი კონკურენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელია ევტუშენკოვი. ამ პიროვნებასთან ჰქონდა თვე-ნახევრის წინ ბიძინა ივანიშვილს საქმიანი მოლაპარაკება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. პოლიტიკოსი იხსენებს უკრაინის თავდაცვის... Читать дальше...

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში ჭურვი მოხვდა უშიშროების შენობას

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ტირასპოლში რამდენიმე აფეთქება მოხდა - იუწყება რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამით.  წინასწარი მონაცემებით, შენობას ცეცხლი გაუხსნეს ანტისატანკო ხელის დანადგარიდან, დაშავებულები არ არიან. შენობიდან გამოდის კვამლი. მიმდებარე ტერიტორია მილიციის თანამშრომლებს აქვთ იზოლირებული. "ადგილზე მუშაობენ ოპერატიული საგამოძიებო ჯგური, გამნაღმველები, მეხანძრეები, სასწრაფო დახმარების ექიმები და სხვა საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები" - იუწყება სამინისტრო. Читать дальше...

გიგა ბოკერია: ის, რომ ივანიშვილის მიერ კონტროლირებული რეჟიმი გვყავს, უმძიმესი სანქციაა ჩვენი ქვეყნისთვის

News.ge 

ივანიშვილის რეჟიმი პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტია, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოვს საუბარია ჩაწერილი. გიგა ბოკერიას განცხადებით, ის, რომ დღეს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული რეჟიმი ჰყავს, უმძიმესი სანქციაა ქვეყნისთვის. „თუ ავიღებთ პუტინის გარემოცვასთან კავშირების შესახებ ივანიშვილის განცხადებებს იმ სამყაროსთან, სადაც თვითონ ჩამოყალიბდა... Читать дальше...

შვედეთი და ფინეთი შეთანხმდნენ, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ნატოში ერთდროულად წევრობის განაცხადები უკვე მომავალი თვის შუა რიცხვებში წარადგინონ

News.ge 

შვედეთი და ფინეთი შეთანხმდნენ, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ნატოში ერთდროულად წევრობის განაცხადები უკვე მომავალი თვის შუა რიცხვებში წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” სკანდინავიურ მედიაზე დაყდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა აპრილში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, გადაწყვეტს „საკმაოდ სწრაფად, კვირებში და არა თვეებში“ გაწევრიანდება თუ არა ალიანსში. მისმა შვედმა კოლეგამ, მაგდალენა ანდერსონმა ...

თაკო ჩარკვიანი: ეს არის მკვლელობაში არმონაწილეობა!

News.ge 

„ეს უკლებლივ ყველას სირცხვილია!“ „პრაქტიკულად დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. მოსახლეობას ვთხოვ, უფრო გააქტიურდნენ; ეს არ არის არჩევნები, ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის მკვლელობაში არმონაწილეობა! რა თქმა უნდა, იქნება ერთი, დიდი საპროტესტო აქცია. არ დაველოდებით არავის, მიხეილ სააკაშვილი არ არი „პრივატიზებული“! მათ შორის, არც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. თუმცა, მოძრაობა უპირველესად ეკუთვნოდა ნიკა მელიას. ძალიან ...

საფლავზე გასვლა

Radiotavisupleba.ge 

აღდგომის მეორე დღე მიცვალებულთა ხსოვნისაა. შარშანდელისა და შარშანწინდელისგან განსხვავებით, პანდემიის დაწყებიდან პირველად გარდაცვლილების ახლობლებმა ამ დღეს საფლავებზე გასვლა შეძლეს. თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოში მანქანების ხერგილია, დილიდან ყველა სასაფლაოზე მოდის. მიდიან ოჯახებით, ბავშვებით, ძაღლებითაც კი. მიაქვთ ღვინო და საჭმელი, კვერცხი, პასკა, ყვავილები. ეს დღე მოგონებებისთვისაცაა, ოჯახის ერთად შეყრის, ერთმანეთის მოკითხვის. საფლავის დალაგების და დაფიქრების. არის საფლავები, რომლის დასახედად წლების განმავლობაში არავინ ამოდის. Читать дальше...

გამარჯვებას ულოცავენ არა მხოლოდ მაკრონს, მთელ ევროპას

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის კიდევ ერთხელ არჩევით ევროკავშირი საგრძნობ დასუსტებას გადარჩა, საფრანგეთი შეიძლება შეიცვალოს და დაძაბული მოელის საპარლამენტო არჩევნებს სულ მალე, ზაფხულში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია. სუს-ის განცხადების თანახმად, „უკანონო პატიმრობაში მყოფი კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები". სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის... Читать дальше...

ბრიტანეთი: რუსეთმა ამ ეტაპისთვის დაკარგა 15000 სამხედრო

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ, მისი შეფასებით უკრაინაში რუსეთის 15 000 სამხედრო იქნა მოკლული მას მერე, რაც მოსკოვი იქ შეიჭრა ორი თვის წინ. თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, უკრაინაში გაგზავნილი რუსეთის საბრძოლო დანაყოფების 25 პროცენტი "ბრძოლისუუნაროდ  არის ქცეული" და რუსეთმა დაკარგა 2000-ზე მეტი დაჯავშნული მანქანა, 60-ზე მეტი ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი.  რუსეთს აღიარებული აქვს 1351 ჯარისკაცის სიკვდილი.  უოლესის თქმით, რუსეთმა ჯერჯერობით ვერ მიაღწია თავისი სამხედრო მიზნების უდიდეს ნაწილს. Читать дальше...

უკრაინა სკეპტიკურად უყურებს რუსეთის პირობას "აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინს სკეპტიკურად მოეკიდა რუსეთის შეთავაზებას, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, "აზოვსტალიდან" გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი, რათა სამოქალაქო პირებმა ტერიტორიის დატოვება შეძლონ. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამით დაწერა, რომ უკრაინა დერეფანს არ მიიჩნევს უსაფრთხოდ და დასძინა, რომ რუსეთმა წარსულში დაარღვია შეთანხმებები ამგვარ საევაკუაციო დერეფნებზე. ვერეშჩუკმა გაეროს მოუწოდა უხელმძღვანელოს ევაკუაციის პროცესს. შაბათ-კვირას რუსეთის ძალებმა ახალი საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ქარხანაზე... Читать дальше...

რუსეთმა უკრაინის სიღრმეში მიზანში ამოიღო რკინიგზის და საწვავის ობიექტები

Radiotavisupleba.ge 

25 აპრილს რუსეთმა თავდასხმების სერია განახორციელა უკრაინის რკინიგზის და საწვავის ობიექტების წინააღმდეგ, და მიზანში ამოიღო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოშორებულია აღმოსავლეთით მისი შეტევის ფრონტის ხაზს. პარალელურად, ვრცელდება ცნობები ორ ხანძარზე დასავლეთ რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან არც თუ მოშორებით. ხანძრის მიზეზი უცნობია. უკრაინის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ კამიშინის თქმით, ორშაბათს დილით დარტყმები განხორციელდა რკინიგზის ხუთ ობიექტზე უკრაინის ცენტრსა და დასავლეთში... Читать дальше...

აღდგომა ოკუპირებულ საფლავებთან

Radiotavisupleba.ge 

აღდგომა ოკუპირებულ საფლავებთან ნანა ვანიშვილი მშობლიურ სახლში გამთენისას შეიპარა. სახლი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართებს მიღმაა. იქ კი მხოლოდ დედა, ვალია ვანიშვილი ელოდა. შვილი მამის, დათა ვანიშვილის საფლავზე ვერ წავიდა, იქვე ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იდგნენ. დათა პაპას საფლავზე, ცოლი ვალია ვანიშვილი დიდხანს, სვენებ-სვენებით მიდიოდა, აღმართზე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეებს შეხვდა, აღდგომა მიულოცა. ქმრის საფლავზე კვერცხი გადააგორა, სანთელი აანთო და მალევე სახლში გამობრუნდა. Читать дальше...

უკრაინის უშიშროების სამსახური სოლოვიოვზე თავდასხმის მზადებას გამონაგონს უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უშიშროების სამსახურმა "გამონაგონი" უწოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებას, თითქოს „ნაციონალისტური დაჯგუფება“, უკრაინის უშიშროების სამსახურის შეკვეთით, თავდასხმას ამზადებდა კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტზე, ვლადიმირ სოლოვიოვზე. „უკრაინის უშიშროების სამსახურს არავითარი გეგმები არ აქვს ვ. სოლოვიოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, „ფეიკებისა“ და ანტიუკრაინული ზიზღის გათვალისწინებით, რომელსაც ეს არსება ავრცელებს, შესაძლოა, თვითონ დაიხრჩოს თავისი დაბალი სინჯის პროპაგანდისტული საქმიანობის პროდუქტებში“... Читать дальше...

"ალტ-ინფოს" პარტიის თავმჯდომარე შეიცვალა

Radiotavisupleba.ge 

პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" (საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" სახელითაა ცნობილი) თავმჯდომარე შეიცვალა. ზურა მახარაძემ ეს თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, გიორგი ქარდავა დაინიშნა. საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ამ ცვლილებების დასარეგისტრირებლად პარტიამ ოფიციალური განაცხადი 28 მარტს შეავსო. შევსებულ დოკუმენტებში ხარვეზები აღმოჩნდა და ცვლილებები საბოლოოდ 11 აპრილს აისახა. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პარტიის გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო გახდა. Читать дальше...

დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა Youtube-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც მომხმარებლის, Cyber Kmara-ს აღწერის თანახმად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება, სავარაუდოდ, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვლადიმირ ევტუშენკოვს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაუდგენელია. არახამია „ტელეგრამის" არხზე თავდაპირველად წერს უკრაინელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *