Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 29.04.2022

რუსეთთან სუვერენიტეტით ვაჭრობას ვერ დავიწყებთ, დათმობებზე არ წავალთ - მიჰაი პოპშოი, მოლდოვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი

Radiotavisupleba.ge 

“თავიდანვე იყო გარკვეული გაუგებრობა სანქციებთან დაკავშირებით” - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ მოლდოვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის" ვიცე-პრეზიდენტი მიჰაი პოპშოი. იგი განმარტავს, რომ მოლდოვა მონაწილეობს სანქციებში, რამდენადაც ამის შესაძლებლობას სამართლებრივი ჩარჩოები აძლევს. “საბანკო სექტორი, თავისთავად, ჩართულია დასავლურ სანქციებში. ყველა ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის მოლდოვა - იქნება ეს გაერო, ევროსაბჭო, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია თუ სხვა - მათი ყველა პოზიცია გავიზიარეთ რუსეთთან მიმართებაში. Читать дальше...

უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ტელეწამყვან მაქსიმ გალკინს ეთერში ნიკოლოზ ცისკარიძე შეცვლის

Radiotavisupleba.ge 

რუსული სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "პირველი არხის"ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რეიტინგული გადაცემის "ამაღამის" ("სეგოდნია ვეჩერომ") წამყვანი, მაქსიმ გალკინი მას შემდეგ ჩაანაცვლოს ეთერში, რაც ის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ მასშტაბურ ომს საჯაროდ დაუპირისპირდა . კომიკოს მაქსიმ გალკინის ნაცვლად, მომდევნო გადაცემას მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე უმასპინძლებს. ამის შესახებ გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" იუწყება და საიტი "სტარჰიტი" ახალი გადაცემის გადაღებაში მონაწილეთა დაყრდნობით იუწყებიან. Читать дальше...

მარიუპოლის ალყაში მყოფი უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

მარიუპოლში ალაში მყოფი უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი (ვოლინა) თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოანს მიმართავს თხოვნით, გამოიყენოს "ექსტრაქციის" პროცედურა და ალყაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო პირები თურქეთში გაიყვანოს. საინტერნეტო გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" ცნობით, ამის შესახებ ვოლინამ თურქულ ტელეარხ Habertürk TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. "პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო რეჯეპ ტაიპ ერდოან, თქვენ მოგმართავთ საზღვაო ქვეითთა მაიორი, სერჰი ვოლინსკი, ამჟამად ვასრულებ... Читать дальше...

ვეტერან ჩოგბურთელ ბორის ბეკერს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი უახლოეს ორწელიწადნახევარს ციხეში გაატარებს. ეს გადაწყვეტილება ლონდონის სასამართლომ მიიღო დღეს. ვეტერანი სპორტსმენი აქტივების დამალვის გამო დასაჯა. საუბარია ასობით ათას გირვანქა სტერლინგზე. როიტერსის ცნობით, „დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა სოლიდური თანხა ყოფილ ცოლს - ბარბარას და განცალკევებით მცხოვრებ ცოლს - შარლის გადაურიცხა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ბეკერი სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა. მოსამართლე დებორა ტეილორმა განაცხადა, რომ ციხეში კარგად მოქცევის შემთხვევაში... Читать дальше...

ნავალნის მხარდამჭერ ირინა ფატიანოვას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 4 მილიონი რუბლის გადახდა დაევალა

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ნავალნის შტაბის ყოფილ უფროსს, ირინა ფატიანოვას, დააკისრა 3,9 მილიონი რუსული რუბლის გადახდა 2021 წელს ციხეში მყოფი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად გამართულ ორ უნებართვო აქციაზე ქალაქის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის პოლიციელების ზეგანაკვეთური მუშაობისთვის. ამის შესახებ დაჯარიმებულმა აქტივისტმა თავის"ტელეგრამის" არხში დაწერა. მისივე განმარტებით, სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა. 2022 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს პეტერბურგის დეპარტამენტმა სასამართლოს მიმართა სარჩელით... Читать дальше...

კიდევ 2300-მდე კითხვა ევროკავშირში გასაწევრიანებლად

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიის კითხვარის პირველ ნაწილზე პასუხები უკვე მზად აქვს. მეორე ნაწილს 13 მაისამდე უნდა უპასუხოს. სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საბოლოოდ ტოვებს უკრაინას

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსკოვმა აპრილის შემდეგ უარი თქვა მისიისათვის მანდატის გაგრძელებაზე.  ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, სინანული გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის პოზიციამ სხვა გამოსავალი არ დატოვა. მანამდე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსი... Читать дальше...

ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს მიმართა, საწვავის ფასების შესახებ ანგარიში 15 მაისამდე წარუდგინოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დააკვირდება და ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს ანგარიშს.  29 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ეკონომიკური საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ  საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. „ანგარიშის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებოთ... Читать дальше...



მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არც ერთი ქვეყნის ლიდერი არ დაესწრება

Radiotavisupleba.ge 

9 მაისს მოსკოვში ტრადიციულ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად არ ჩავლენ უცხო ქვეყნების ლიდერები. კრემლმა არავინ დაპატიჟა, რადგან ეს არ არის საიუბილეო წელიო, - აღნიშნა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. აღლუმს ამჯერად არ დაესწრება არც ბელარუსის დე-ფაქტო ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა.  რუსეთში უცხოელ ლიდერებს თითქმის ყველა საცხრამაისო აღლუმზე პატიჟებენ. ამ მხრივ ყველაზე წარმომადგენლობითი იყო 2005 წელი, როდესაც რუსეთმა აღნიშნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60-ე წლისთავი. Читать дальше...

ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა, ბრინჯაოს მედლით გახსნა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, დღეს ქალთა და მამაკაცთა შორის სულ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში ოთხი ძიუდოისტი ჩაება და მათგან საუკეთესო შედეგი აჩვენა ქალთა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა, ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო. პოლონელი პოდოლაკისა და ფრანგი ნეტოს ძლევის შემდეგ, ეთერ ლიპარტელიანი ნახევარფინალში დამარცხდა... Читать дальше...

კიევის ოლქში აღმოაჩინეს რუსი მეტყვიამფრქვევე, რომელმაც თქვა, რომ "გზა დაებნა"

Radiotavisupleba.ge 

კიევის რეგიონში, სოფელ ოსტროლუჩიეში, პოლიციამ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებთან ერთად, იპოვა 21 წლის რუსი მეტყვიამფრქვევე ჯარისკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, რეგიონის ტერიტორიიდან რუსეთის არმიის გაყვანის შემდეგ დაიკარგა და გზა დაებნა. "თათრეთის 21 წლის მკვიდრმა, მექანიზებული ბრიგადის მეტყვიამფრქვევემ აღიარა, რომ თავიდან ის დაიკარგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ "მსოფლიოს მეორე უძლიერესმა არმიამ" ის უბრალოდ მიატოვა", - აცხადებენ უკრაინელი სამართალდამცავები. რუსი ჯარისკაცი... Читать дальше...

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და „ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიის წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა მერიის თანამშრომლები დაადანაშაულა „კონსერვატიულ მოძრაობასთან" (საზოგადოებაში „ალტ-ინფოს" სახელითაა ცნობილი) თანამშრომლობაში. „ოზურგეთი არის ეპიცენტრში „ალტ-ინფოს" წყალობით, რომელმაც გადაწყვიტა ოზურგეთში ოფისის გახსნა, ამ დროს თქვენი მერიის თანამშრომლები აღმოჩნდა, რომ პარალელურად არიან „ალტ-ინფოში" დასაქმებულები. Читать дальше...

ბრიტანეთის ელჩი კიევში დაბრუნდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ბრიტანეთის ელჩმა, მელინდა სიმონსმა, სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა კიევში თავისი დაბრუნების შესახებ. "ეს იყო ხანგრძლივი მოგზაურობა, მაგრამ იგი ამად ღირდა. ძალიან კარგია ისევ კიევში ყოფნა", - დაწერა ტვიტერში ბრიტანეთის ელჩმა. 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ლვოვიდან კვლავ კიევში აბრუნებდა თავის საელჩოს. ბრიტანეთმა საელჩოს ევაკუაცია ლვოვში მოახდინა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. მარტში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელჩი უკრაინის გარეთ იყო უსაფრთხოების მიზნით... Читать дальше...

რა არ ჰყოფნის რუსულ სამხედრო გეგმას უკრაინაში წარმატებისთვის - სამხედრო ექსპერტის შეფასება 

Radiotavisupleba.ge 

რა ხდება ხერსონის ოლქში და როდის შეიძლება უკრაინა თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადავიდეს. „ნასტოიაშჩეე ვრემია“ სამხედრო ექსპერტს მიკოლა ბელესკოვს ესაუბრა.

ულან-უდეში დაღუპული ჯარისკაცები იმავე შენობაში ჰყავთ დასვენებული, რომელშიც ბავშვები ვარჯიშობენ

Radiotavisupleba.ge 

ბურიატეთის დედაქალაქ ულან-უდეში (რუსეთი) დაღუპულ ჯარისკაცებს სპორტკომპლექს „ლუკოდრომში“ ემშვიდობებიან. შენობის ერთ ნაწილში სპორტული სექციაა, მეორიდან კი კუბოები გააქვთ. ამის შესახებ „ბაიკალის ადამიანები“ წერს. „ლუკოდრომი“ ბურიატეთში პოპულარული სპორტული კომპლექსია, აქ მშვილდოსნობას ასწავლიან. ბავშვების მშობლები ჩივიან, რომ სპორტკომპლექსში გვამების სუნი დგას. სექცია, რომელშიც ბავშვები ვარჯიშობენ, მხოლოდ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული დარბაზს, სადაც უკრაინაში დაღუპულ სამხედროებს ეთხოვებიან. დარბაზში 600-მდე ადამიანი ეტევა. Читать дальше...

პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი გადასცა

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი Т-72 და ასევე რამდენიმე ათეული ქვეითთა ჯავშანმანქანა გადასცა. ამის შესახებ პოლონეთის რადიოზე დაყრდნობით იუწყება საინტერნეტო გამოცემა "ევროპეისკა პრავდა". როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვოიცეხ სკურკევიჩმა უთხრა პოლონურ რადიოს, სამხედრო დახმარებამ უკრაინისთვის უკვე გადააჭარბა 7 მილიარდ ზლოტს (1,5 მილიარდ ევროს). პოლონეთს ჰყავს 400 ერთეული ტანკი Т-72, რომელთა ნაწილი 2019 წელს მოდერნიზებული იქნა, ძირითადად ამ სახის ტექნიკის საცეცხლე სიმძლავრის გაზრდის თვალსაზრისით. Читать дальше...

პირველ არხიდან გაუშვეს ის ჟურნალისტები, რომლებმაც ცენზურაზე ისაუბრეს

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ის სამი თანამშრომელი, რომლებიც არხზე ე.წ. შავ სიასა და ცენზურაზე საუბრობდნენ. ბრძანებას მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ხელი დღეს, 29 აპრილს, მოაწერა. ბერძენიშვილის ამ გადაწყვეტილებით, "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი ტელევიზიაში 1 მაისიდან აღარ იმუშავებენ. სამივე ჟურნალისტი რადიო თავისუფლებას ამ ინფორმაციას უდასტურებს. სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტები მომავალ კვირას ისაუბრებენ. Читать дальше...

ზაპოროჟიეში რუსმა სამხედროებმა ორი ბრიტანელი ტყვედ აიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარებით დაკავებული ორი ბრიტანელი მოხალისე ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანიები BBC და CNN უკრაინაში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის თანადამფუძნებელ, დომინიკ ბირნზე, დაყრდნობით იუწყებიან. გატაცებულთა ვინაობა არ სახელდება. ბირნის თქმით, გუშინ ისინი რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი დასახლებიდან ორშვილიანი დედის ევაკუაციას ცდილობდნენ. რუსმა სამხედროებმა მოხალისეები საგუშაგოსთან შეაჩერეს. ამის შემდეგ ბრიტანელებთან კავშირი გაქრა. Читать дальше...

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორული/საკანონმდებლო ნაწილი საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა. პრესრელიზის თანახმად, გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს, 29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრესსამსახურის ინფორმაციით, კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც მოცულობითია, მოიცავს 33 თავს და 2300-მდე კითხვას, დარგობრივ თემებზე და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება. Читать дальше...

ლუკაშენკა ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ბელაურსში დიქტატურაა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ ჩეჩერსკის რაიონის მცხოვრებლებთან შეხვედრისას ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქმედებებზე ისაუბრა, რომელიც თავის მოქალაქეებს ბელარუსში წასვლას უშლიან. წერს სააგენტო ბელტა. „მათთვის,  კათოლიკური აღდგომისთვის საზღვარები გავხსენით. ხალხი ჩამოვიდეს პოლინეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან თავიანთი ახლობლების საფლავებზე, როგორც ეს ყოველთვის იყო. დავუშვი უვიზოდ. რადგან ისინი თავი ხალხს ბელარუსში არ უშვებენ. რატომ?  იმიტომ, რომ ჩვენთან ხალხი მოდის მარილის საყიდლად. Читать дальше...

დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე წლის ოქტომბერში ყაზახეთი უმასპინძლებს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ), ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რომლის სამზადისის დაწყების შესახებ ხუთშაბათს ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა. რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად, შემოდგომაზე ყაზახეთში თავდაპირველად ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები ჩაატარებენ წვრთნას სახელწოდებით "ურთიერთქმედება -2022", შემდეგ კი ესტაფეტას გადაიბარებს დაზვერვის ძალებისთვის განსაზღვრული "ძებნა 2022"... Читать дальше...

PACE: პოლარიზაცია მთავარი შემაფერხებელია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის

Radiotavisupleba.ge 

ევროპის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება 2014 წლიდან მოყოლებული, საქართველოს უწყვეტ და თვალსაჩინო პროგრესს, თუმცა აქვს მთელი რიგი შეშფოთება და ხარვეზები. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის მთავარი შემაფერხებელი, რეზოლუციის თანახმად, უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა. ამაზე, ასამბლეის აზრით, პასუხისმგებელია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.  „ის [ასამბლეა] მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, დააყენონ ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე და ითანამშრომლონ ერთობლივად... Читать дальше...

საქართველოში პირადობის მოწმობისა და პასპორტის ფასი იზრდება

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, საქართველოში პირადობის აღების ფასი 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტი კი 100-ის ნაცვლად 150. მთავრობის დადგენილებით, იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან: მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური − 150 ლარი ეღირება; მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების... Читать дальше...

ხაზარაძე: სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ბორჯომის" აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის დროებით გაჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარტია „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. „ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი - კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული „ალფა ჯგუფის" აქციონერობაა. „ალფა ჯგუფს" კომპანია „ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ „იმედის" დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს... Читать дальше...

სააკაშვილი: რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უტიფრობას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ მას შეიძლება საქართველოში ომი უნდოდეს. "რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგით რა!... ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი", - წერს ის ფეისბუკში. "ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *