Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 02.04.2022

დავით არახამია: უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პერსონალური მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შესაძლებელია სტამბოლში ან ანკარაში გაიმართოს

News.ge 

პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და რუსებთან მოლაპარაკების დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია მიიჩნევს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პერსონალური მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შესაძლებელია სტამბოლში ან ანკარაში გაიმართოს. „ჩვენ ვემზადებით ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტისთვის – მათ (რუსეთის მხარემ) დაადასტურეს ჩვენი თეზისი, რომ დოკუმენტების პროექტი უკვე საკმარისად არის შემუშავებული იმისთვის, რომ ჩატარდეს პირდაპირი კონსულტაცია ორ ლიდერს შორის. ამიტომ, ახლა, ...

დუბაიში Chanel-ის მაღაზიები რუს მომხმარებლებს არ ემსახურებიან

News.ge 

Chanel-ის მაღაზიები დუბაიში უარს ამბობს რუსების მომსახურებაზე. მსგავსი ინფორმაცია ახლა აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელში. მეგობარმა მომწერა,  დუბაიში, Chanel -ის მაღაზიაში, როცა გაიგეს რომ რუსი ვარ არაფერი მომყიდეს. თავდაპირველად ტელეფონის ნომერი მკითხეს და როცა გაიგეს რომ ის +7 იწყებოდა, მიპასუხეს – არ ვყიდით, —წერს საკუთარ ტელეგრამარხზე ლაურა ჯუღელია. “სიმართლეა, ერთი საათის წინ დამატოვებინეს მაღაზია, მას მერე ...

ლევან ხაბეიშვილი: დარწმუნებული ვარ, რუსული ხელისუფლების დასრულების ავანგარდში იქნება ბათუმიც

News.ge 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ძალიან მძიმე პოლიტიკური გაზაფხული ელოდება. მან დღეს ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ბრძოლა იყო უთანასწორო. “საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ოლქი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამარჯვებული იყო, ყველამ კარგად იცის, რომ ფაქტობრივად კოლეგა მოგვიკლეს, ყველამ კარგად იცის, რომ ბათუმი არის ოპოზიციური ქალაქი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ...

წყევლა

Radiotavisupleba.ge 

ამ ომის ფონზე სიტყვები  ქრება. აზრის მოკრებას ვერ ასწრებ, ყოველი მხრიდან იმდენი ინფორმაცია მოდის, და შენ თვითონ სადღაც იკარგები. გინდა, რაღაც თქვა, იწყებ წერას და შუა წინადადებაში ხვდები, რომ არაფერს აზრი არა აქვს. რამდენჯერ რამე წამოვიწყე, იმდენჯერ გამიქვავდა ხელი. არც ლაპარაკი გამომდის, ვიწყებ რამის თქმას და მალევე ღმუილზე გადავდივარ. ინფორმაცია კი მოდის და მოდის. ყველა ხვრელიდან მოჟონავს. რუსები კი დუმან. რამდენიმე ხელზე ჩამოსათვლელი ადამიანის გარდა, რომელთა უმრავლესობამ რუსეთი დატოვა. ეს ცუდი დუმილია. Читать дальше...

მოჭიდავე ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 23 წლის ქართველმა მოჭიდავემ 63 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელი ტელეჰ მამადოვი დაამარცხა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ევროპირველობაზე ათი წონითი კატეგორიიდან ჯერ ხუთში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და აქედან სამში კვარცხლბეკზე ქართველებიც ავიდნენ. ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ფინალში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) კი ბრინჯაო მოიპოვა. Читать дальше...

სარჯველაძე: ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭერის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას

News.ge 

„ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭერის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას. მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის მხარდაჭერა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. „ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა ...

დავით არახამია: სტამბოლში ჩვენი პოზიცია გამოვაცხადეთ. რუსეთი ჩვენს წინადადებებს, ყირიმის გარდა, სიტყვიერად დათანხმდა

News.ge 

რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია მიიჩნევს, რომ მტერი ზოგადად მზადაა, მიიღოს უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პირობები. „სტამბოლში ჩვენი პოზიცია გამოვაცხადეთ. პრინციპში, რუსეთის ფედერაციამ უკვე გასცა თავისი ოფიციალური პასუხი, რომელიც არის ის, რომ ისინი ეთანხმებიან ამ პოზიციას, გარდა ყირიმის საკითხისა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. დმიტრო კულებამ (უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი) თქვა, რომ ამის ოფიციალური დადასტურება ...



ნიკოლაევში 29 მარტს ადმინისტრაციის შენობაზე რაკეტით თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 36-ს მიაღწია.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 2 აპრილს 36-ს მიაღწია. თავდასხმა 29 მარტს განხორციელდა. ფრთოსანი რაკეტის პირდაპირი დარტყმის შედეგად, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს. ბოლო ადამიანის ცხედარი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, იყო ვიტალი კიმის, საოლქო ადმინისტრაციის უფროსის, მდივნისა. ამის შესახებ იტყობინება თვით კიმი. ის დარტყმის მომენტში შენობაში არ იმყოფებოდა. Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს სანქციებს არანაირი ეფექტი არ ექნება რუსეთზე. სანქციებს არ აქვს ომის მყისიერად შეჩერების ეფექტი

News.ge 

“ყველა თახმდება, რომ სანქციებს არ აქვს ომის მყისიერად შეჩერების ეფექტი, ვინაიდან საუბარი გვაქვს რუსეთზე, რომელსაც აქვს გარკვეული თვითკმარი რესურსები და ამიტომ, მყისიერ ეფექტს ეს სანქციები ვერ ახდენენ. ეს, სხვათა შორის, განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. მაშინ, როდესაც სანქციების პირველი ტალღა გამოაცხადა, იქვე დასძინა, რომ, რა თქმა უნდა, ეს ამ წუთას ომს ვერ შეაჩერებს, მაგრამ ეს რუსეთს აზღვევინებს, ...

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი: უკრაინამ მთელი კიევის რეგიონი დაიბრუნა

News.ge 

უკრაინამ მთელი კიევის რეგიონი დაიბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, განა მალიარმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მან ასევე ის გათავისუფლებული ქალაქები ჩამოთვალა, სადაც რუსული ჯარის უკან დახევამდე ხანგრძლივი ბრძოლები მიმდინარეობდა. “ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და მთელი კიევის რეგიონი – გათავისუფლებულია დამპყრობლისგან“, – წერს მალიარი. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიები სწრაფი ...

ცესკო: შუალედური არჩევნები შედგა

News.ge 

შუალედური არჩევნები შედგა. კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. „დღეს საარჩევნო უბნებზე სულ 51 137 ამომრჩეველი მივიდა (31,8%). მათ შორის ბათუმში 10 578 ამომრჩეველი (51,3%); ხოლო რუსთავსა და ...

უკრაინამ უარყო პასუხისმგებლობა რუსეთის ტერიტორიაზე არასამხედრო ნავთობსაცავში მომხდარ აფეთქებაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინა დაადანაშაულეს 1 აპრილის დილას ვერტმფრენით შეტევის განხორციელებაში საწვავის საცავზე, რომელიც რუსეთის ქალაქ ბელგოროდთან ახლოს მდებარეობს, რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს.   "ისინი რატომღაც ამბობენ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ შეესაბამება რეალობას", განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, უკრაინული ტელევიზიით, 1 აპრილს. მოგვიანებით, ამერიკის ტელევიზიასთან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ... Читать дальше...

ცესკო: წინასწარი მონაცემებით, ბათუმში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში 14 საარჩევნო უბნის ელექტრონული მონაცემების დათვლის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა.  წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბათუმის  შუალედურ არჩევნებში 69 % (7 190 ხმა) "ქართული ოცნების" კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.   „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ  31 %  (3233 ხმა) მიიღო.  ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა  51,3 %-მა მისცა ხმა.  ამომრჩეველთა 29... Читать дальше...

უკრაინული მედია: ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს ახალგაზრდა დედა მარიუპოლიდან, მას პროპაგანდისთვის იყენებენ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს მარიანა ვიშემირსკაია, ახალგაზრდა დედა, რომლის ფოტოც 9 მარტს მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ გავრცელდა. ინფორმაციას გამოცემა Обозреватель-ი მოხალისეებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოხალისეების თქმით, ისინი ცდილობდნენ, ქალი ახალშობილთან ერთად უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეყვანათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. "ჩვენ მოგვმართეს მისმა ახლობლებმა თხოვნით, დავხმარებოდით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაში, რადგან რუსები... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი: რა საცოდაობაა ბათუმში, ჩაცუცქულების პარტიით უნდათ ქვეყნის მართვა

News.ge 

სანამ გვიან არაა, დარაზმვის დროა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. მისი თქმით, ქართველი ხალხი „კრიმინალურ სიმბიოზზე“ ბევრად მრავალრიცხოვანია. „რა საცოდაობაა ბათუმში, ჩაცუცქულების პარტიით უნდათ ქვეყნის მართვა. ქართველი ხალხი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე ეს მთელი კრიმინალური სიმბიოზი. სანამ გვიან არაა, დარაზმვის დროა“,- წერს სააკაშვილი.

თიბისი ბანკის სერვისებით სარგებლობა დროებით შეზღუდულია

Radiotavisupleba.ge 

თიბისის სერვისებით სარგებლობა დროებით შეზღუდულია: ამ დროისთვის შეფერხებით მუშაობს როგორც ონლაინ ბანკი და მობილური აპლიკაცია, ისე საბარათე სისტემა. თანხის განაღდება არც ბანკომატებიდან არის შესაძლებელი.  "ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს შეფერხების უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად. მალე დაგიბრუნდებით! საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით Facebook-ის პირადი შეტყობინების საშუალებით" - ამ განცხადებას ბანკი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

რომის პაპი  განიხილავს უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა, ფრანცისკემ 2 აპრილს თქვა, რომ ის განიხილავს უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას მალტაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე, ჟურნალისტმა, რომელიც მასთან ერთად მგზავრობდა, ჰკითხა ფრანცისკეს, განიხილავდა თუ არა ის მიპატიჟებას უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩასვლის შესახებ. "დიახ, ეს საკითხი განიხილება", უპასუხა 85 წლის პაპმა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპი ომით განადგურებულ ქვეყანაში მიიწვია. პაპი ფრანცისკე უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა და თქვა... Читать дальше...

რუსთავში, გარდაბანსა და ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიები დაიხურა - იწყება ხმის დათვლა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, გარდაბანსა და ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიები 8:00 საათზე დაიხურა და იწყება ხმის დათვლის პროცესი. ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნებით საკრებულოს წევრი უნდა აირჩიონ, მარნეულსა და რუსთავში კი პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატი.  ცესკოს მონაცემებით, დღის 5 საათისთვის, არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა ასეთი იყო:  ბათუმი - 40,7%  რუსთავი და მარნეული - 22,8%  ბათუმის საარჩევნო ოლქებში ხმის მიცემის პროცესი საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული წესით ხორციელდებოდა.

აშშ შუამავლობას გასწევს უკრაინისთვის საბჭოთა ტანკების გადაცემისას

Radiotavisupleba.ge 

აშშ იქნება შუამავალი ევროპის კავშირის მიერ უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ტანკების გადაცემისას. ამის შესახებ წერს The New York Times-ი და თეთრი სახლის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს. გაზეთის თანამოსაუბრე იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, თხოვნის შემდეგ, ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, გახდეს შუამავალი. წყაროების ცნობით, ტანკების მიწოდება, რომელთა მართვაც შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, უახლოეს დროში დაიწყება. ტექნიკის რამდენი ერთეული იქნება გადაცემული და, კერძოდ, რომელი ქვეყნებიდან, არ დაუზუსტებიათ. Читать дальше...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: საიტიდან ძველი ინფორმაცია არ წაგვიშლია, განახლების გამო დროებით მიუწვდომელია

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ინსპექტორის სამსახურის საიტზე არსებული ძველი ინფორმაცია არ წაშლილა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებითაა მიუწვდომელი. "www.sis.gov.ge - გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი... Читать дальше...

იაგო კაჭკაჭიშვილი: არ მითხრათ ახლა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის გულისტკენის საბაბი ან მიზეზი საქართველოს ხელისუფლებას არ მიუცია

News.ge 

“ვის უფრო მეტად არ ვპატიობთ გულისტკენას – მეგობარს თუ იმას, ვინც ჩვენთვის სულერთია, ან, მით უფრო, მტერია? მეგობარს, არა? ან, რატომ ვტოვებთ, მაგალითად, ფეისბუქის „მეგობრებში“ მათ, ვინც ჩვენს შეხედულებებს არ იზიარებს ან, მეტიც, გაშმაგებით ეწინააღმდეგება? ალბათ იმიტომ, რომ ვაკვირდებით, „გვკიდია“, ზოგჯერ გვჭირდება კიდეც, რათა ჩვენს „ბაბლში“ არ ჩავრჩეთ. იქნებ ამ ანალოგიით შეგვეხედა იმისთვის, რომ ზელენსკიმ ...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *