Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 10.04.2022

სალომე ზურაბიშვილი: შემაშფოთებელი იქნება საფრანგეთში პუტინთან უფრო ახლოს მყოფის გამარჯვება

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა MSNBC-სთან ინტერვიუში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესაძლო დამარცხებისა და მარინ ლე პენის გამარჯვების პერსპექტივას “ძალიან შემაშფოთებელი” უწოდა. “ძალიან შემაშფოთებელია, ასე რომ მოხდეს [ემანუელ მაკრონი დამარცხდეს], მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. ყველაზე პროევროპული ლიდერი – ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერ შოლცთან და პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან ერთად არის სამი ლიდერი, რომლებიც აძლიერებენ ...

იტალიაში 10 აპრილს აღირიცხა კორონავირუსის 53 253 შემთხვევა, ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 90 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

10 აპრილს იტალიაში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 53 253 შემთხვევა - რაც ნაკლებია წინა დღით აღრიცხულ მონაცემზე, 63,992 შემთხვევაზე. 112-დან 90 ადამიანამდე შემცირდა სიკვდილიანობის მონაცემიც.  2020 წლის თებერვალში პანდემიის დაწყების შემდეგ იტალიაში სულ აღირიცხა COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის 160,748 შემთხვევა, რაც, ბრიტანეთის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მაღალ მონაცემს წარმოადგენს.

მარინ ლე პენი: ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთს მოვაწესრიგებ

News.ge 

მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, მოუწოდა ფრანგ ხალხს მას მისცენ ხმა. როგორც მან აღნიშნა, ის იქნება “სრულიად ფრანგი ხალხის პრეზიდენტი”, თუ აირჩევენ მეორე ტურში და შეეხო ყველა იმ თემას, რომლებზეც მან არჩევნების წინ აწარმოა კამპანია, მათ შორის ფრანგული ღირებულებების აღდგენის, იმიგრაციის კონტროლისა და ყველას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

News.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას და რომ დღეს გამართული ე.წ კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ აქვს სამართლებრივი... Читать дальше...

არ ვაღიარებთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

News.ge 

ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 10 აპრილს საქართველოს რეგიონში, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გაიმართა, – ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დღეს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. „ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს „არჩევნები“ და ...

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ხვალ, 11 აპრილს რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება

News.ge 

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ხვალ, 11 აპრილს რუსეთში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ამის შესახებ დასავლური მედია ავსტრიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის წახალისებაა. “ხვალ შევხვდები ვლადიმერ #პუტინს მოსკოვში. ჩვენ [ავსტრია] სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ვართ, მაგრამ გვაქვს მკაფიო პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით”, – ...

საფრანგეთის არჩევნების წინასწარი შედეგით, მაკრონი და ლე პენი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ლიდერობენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" წარმომადგენელი, მარინ ლე პენი, რომლებიც ერთმანეთს 24 აპრილს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. Ifop-ის, OpinionWay-ის, Elabe-ის and Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, მაკრონი ლე პენს პირველ ტურში უსწრებს - წინასწარი შედეგით, მას ხმების 28.1-29.5 პროცენტი ერგო, ლე პენს - 23.3-24.4% პროცენტი. მესამე ადგილზეა მემარცხენე კანდიდატი, ჟან-ლიუკ მელანშონი, ხმათა დაახლოებით 20 პროცენტით. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ თავისი, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის

News.ge 

“რუსი სამხედროების სასტიკი აგრესიის მიუხედავად, უკრაინელებმა საკუთარი მდგრადობით შეძლეს საკუთარი თავის დაცვა. ეს ისაა, რითაც ჩვენ, ყველა, აღფრთოვანებულები ვართ. […] ბრძოლა, რომელსაც უკრაინა წარმართავს არ არის მხოლოდ მათთვის და მათი თავისუფლებისთვის, ის ჩვენთვისაცაა, შავი ზღვის რეგიონის, ასევე, ევროპის დიდი ნაწილის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის. ეს ისაა, რაც თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს,” განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ...



დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი არჩევნებს ვერ იგებს პირველივე ტურში

Radiotavisupleba.ge 

თბილისი დროით 21 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. რადიო თავისუფლებას წყაროები სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან წინასწარ შედეგებს აწვდიან. გარდა ამისა სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაცია. ოკუპირებული რეგიონის პატარა სოფლებში ხმები უკვე დაითვალეს. ზოგადი სურათის მიხედვით, ბიბილოვის ხმები ოპოზიციონერი კანდიდატების ხმებს ვერ აჭარბებს, ზოგგან კი საერთოდ აგებს. მაგალითად: სოფელი ზაყორი ბიბილოვი-31 ხმა... Читать дальше...

ვანო ნადირაძე: მე მარტო ესეთი პოლიტიკოსების მწამს და მჯერა, პირველ რიგში როგორც კაცების

News.ge 

“მე მარტო ესეთი პოლიტიკოსების მწამს და მჯერა, პირველ რიგში როგორც კაცების. წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა….. არც ქვეყანა მოუდია, არც უსელფავია ავტომატით, არც ვინმესთვის ნიშანი მოუგია რომ მე უკრაინაში ვარო…. უბრალოდ გადაიკიდა ზურგ ᲩანᲗა და Ჩამოვიდა…. Ჩამოვიდა იქ სადაც მეომრები არიან!!!!”  – წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფმა ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.

თურქეთმა სამხედრო ხომალდებს ბოსფორის სრუტით გავლა აუკრძალა

News.ge 

თურქეთმა სამხედრო ხომალდებს ბოსფორის სრუტით გავლა აუკრძალა, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა,  გააკეთა და თქვა, რომ თურქეთი არ დაუშვებს, შავი ზღვა ომში ჩაერთოს. “ჩვენ დავიცავთ მონტრეს შეთანხმებას. არ შევუშვებთ სამხედრო გემებს შავ ზღვაში. არ დავუშვებთ შავი ზღვის ომში ჩათრევას”,- თქვა ჰულუსი აქარიმ.

ავსტრიის კანცლერი მოსკოვში ჩავა და პუტინს შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი ორშაბათს, 11 აპრილს მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართავს შეხვედრას. ნეჰამერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც მოსკოვს ეწვევა 24 თებერვლის შემდეგ - როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რასაც უკვე მოჰყვა ათასობით მსხვერპლი. ავსტრიის კანცლერის ვიზიტს ადასტურებს კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი. ნეჰამერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ აპირებს პუტინს ესაუბროს რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის შესაძლებლობაზე და ომის დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაშია ჩადენილი. Читать дальше...

დონბასისკენ გადაადგილდება მსხვილი რუსული სამხედრო კოლონა

Radiotavisupleba.ge 

კომპანია Maxar Technologies აქვეყნებს 8 აპრილს გადაღებულ სატელიტურ სურათებს, რომლებზეც ასახულია უკრაინის სამხრეთისკენ, დონბასისკენ მიმავალი, 12 კილომეტრის სიგრძის რუსული სამხედრო კოლონა. გავრცელებული ვარაუდით, ეს გადაადგილება ნაწილია კრემლის საბრძოლო სტრატეგიის ცვლილებისა. კოლონა, შესაძლოა, მიემართებოდეს უკრაინის ხარკოვის რეგიონში მდებარე ქალაქ იზიუმისკენ, რომელსაც რუსეთის ძალები აკონტროლებენ. იზიუმი მდებარეობს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვართან. მას შემდეგ, რაც ქვეყნის სხვა ადგილებში დანაკარგები იწვნია... Читать дальше...

მედია: ბათუმში, რამდენიმე ავტომობილი გაქურდე

News.ge 

ბათუმში, რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, კობახიძის ქუჩაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ჯენ პსაკი: ახალი რუსი გენერლის დანიშვნა მოასწავებს, რომ …

News.ge 

თეთრი სახლის პრეს-მდივნის, ჯენ პსაკის განცხადებით, რუსეთის მიერ ახალი სამხედრო ხელმძღვანელის დანიშვნა „მოასწავებს, რომ კვლავ გაგრძელდება ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინის მიწაზე“. „ეს არის ის, რასაც ველით“, – უთხრა ჯენ პსაკმა Fox News-ს კვირას. პსაკი აცხადებს, რომ სწორედ გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვია პასუხისმგებელი იმ „საშინელებებზე, რაც ჩვენ ვნახეთ სირიაში“. მისივე თქმით, ამერიკა აგრძელებს უკრაინასთან მჭიდრო კავშირს, რათა ჰქონდეთ საჭირო ...

იმრან ხანის გადაყენების შემდეგ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე განაცხადი შეიტანა ოპოზიციონერმა შაჰბაზ შარიფმა

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, შაჰბაზ შარიფმა განაცხადი შეიტანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე - აცხადებს მისი პარტია მას მერე, რაც იმრან ხანი პრემიერის პოსტიდან პარლამენტმა გადააყენა. ხანის გადასაყენებლად პარლამენტში წარმოებულ ოპოზიციის კამპანიას 70 წლის შარიფი ხელმძღვანელობდა, და, გავრცელებული მოლოდინით, 11 აპრილის კენჭისყრაზე სწორედ ის გახდება შემდეგი პრემიერი. შარიფი უმცროსი ძმაა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა, ნავაზ შარიფის, რომელიც კორუფციაში სცნეს დამნაშავედ. პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზის... Читать дальше...

უკრაინის პროკურატურა: კიევის ოლქში 1200-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, კიევის ოლქის იმ ქალაქებში, საიდანაც რუსული შეიარაღებული ძალები გავიდნენ, უკვე ნაპოვნია 1200-ზე მეტი ცხედარი. ამის შესახებ მან Sky New-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „10 აპრილის დილის მონაცემებით, კიევის ოლქის ოკუპაციის პერიოდში დახოცილი 1222 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ. და ეს მხოლოდ კიევი ოლქში“. ერთი დღით ადრე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონსტირსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ ქალაქ ბუჩაში დახოცილი ადამიანების რაოდენობის დაზუსტებას, კვირები დასჭირდება. Читать дальше...

დნიპროს აეროპორტი განადგურდა რუსეთის თავდასხმის შედეგად

News.ge 

დნიპროს აეროპორტი რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურდა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. ”კიდევ ერთი თავდასხმა დნიპროს აეროპორტზე. მისგან უკვე არაფერია დარჩენილი. აეროპორტი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მაგრამ რაკეტები კვლავ დაფრინავენ“, – განაცხადა რეზნიჩენკომ. აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა უმაღლესი რადას დეპუტატი, ლესია ვასილენკო. მან... Читать дальше...

რა გამარჯვებაა ნანგრევების გროვაზე დროშის დადგმაში? – რომის პაპი ფრანცისკე

News.ge 

რა გამარჯვებაა ნანგრევების გროვაზე დროშის დადგმაში?, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ უკრაინაზე აგრესია შეაფასა. გარდა ამისა, BBC-ის ინფორმაციით, მან აღდგომის დღესასწაულის პერიოდში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ომი იყო “სისულელე”, რომელსაც “საშინელი ხოცვა-ჟლეტა” და დაუცველი ხალხის წინააღმდეგ “საშინელი სისასტიკე” მოჰყვა. რომის ...

დმიტრო კულება რუსეთის ახალ გენერალზე: მათ სხვა გეგმა აქვთ, ჩვენ კი ჩვენი გეგმები გვაქვს. ისტორია გვიჩვენებს, თუ ვისი გეგმა გაიმარჯვებს

News.ge 

ახლა მათ [რუსებს] სხვა გეგმა აქვთ, ჩვენ კი ჩვენი გეგმები გვაქვს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაურის, გენერალ ალექსანდრ დვორნიკოვის დანიშნას. კულებას თქმით, რუსეთის თავდაპირველი გეგმა უკრაინაში შეჭრის შესახებ “ჩავარდა” და რომ “ისტორია გვიჩვენებს, თუ ვისი გეგმა გაიმარჯვებს”. უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნული ...

მეუფე იაკობი უკრაინაზე: ჯერ საქართველო და მერე სხვა ქვეყნები

News.ge 

რეალურად ვთქვათ, საქართველოს რომ რაღაცას სთხოვენ, ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს. ადამიანები ვართ და ხშირად შეიძლება შეგვეშალოს, ხშირად შეიძლება სულმოკლეები ვიყოთ, ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება გვინდოდეს, მაგრამ როცა ბოდიშია მოსახდელი, როცა შენდობაა სათხოვნელი, ქრისტიანები ვართ და ერთმანეთს შენდობაც უნდა ვთხოვოთ. როგორ შეიძლება, ხალხს უჭირს ...

რუსეთის პატრიარქი კირილი: …გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ნამდვილი სოლიდარობა და როგორც გარე, ისე შიდა მტრის მოგერიების უნარი

News.ge 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის პარალელურად რუს ხალხს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს. “უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ რთულ დროს გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის, მათ შორის, ხელისუფლების გარშემო. დაე, ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშე აღივსოს პასუხისმგებლობით, თავმდაბლობით და მზადყოფნით, რომ ემსახუროს მათ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. […] გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ნამდვილი სოლიდარობა და როგორც გარე, ისე ...

პსაკი: ახალი რუსი გენერლის დანიშვნა მოასწავებს, რომ გაგრძელდება ის, რაც უკვე ვნახეთ უკრაინის მიწაზე

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლის პრეს-მდივნის, ჯენ პსაკის განცხადებით, რუსეთის მიერ ახალი სამხედრო ხელმძღვანელის დანიშვნა „მოასწავებს, რომ კვლავ გაგრძელდება ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინის მიწაზე“. „ეს არის ის, რასაც ველით“, - უთხრა ჯენ პსაკმა Fox News-ს კვირას. პსაკი აცხადებს, რომ სწორედ გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვია პასუხისმგებელი იმ „საშინელებებზე, რაც ჩვენ ვნახეთ სირიაში“. მისივე თქმით, ამერიკა აგრძელებს უკრაინასთან მჭიდრო კავშირს, რათა ჰქონდეთ საჭირო შეიარაღება და მხარდაჭერა, რომ ბრძოლებში გამარჯვება მოიპოვონ. Читать дальше...

"ენერგოატომი": რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ჩერნობილში იყვნენ, რადიაციული ავადმყოფობა ელით

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის, "ენერგოატომის" ხელმძღვანელის, პიოტრ კოტინის განცხადებით, რუს ჯარისკაცებს, რომლებიც აკრძალულ ზონაში, წითურ ტყეში, სანგრებს თხრიდნენ და საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებდნენ, სხვადასხვა ხარისხის რადიაციული ავადმყოფობა ელით.   ამასთანავე, უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ჩერნობილიდან სასიკვდილო ნივთიერება მოიპარეს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მართვაზე პასუხისმგებელი უკრაინის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელთაც... Читать дальше...

ევროკავშირი კრძალავს რუსეთში და ბელარუსში რეგისტრირებული მანქანების შესვლას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა აკრძალა ბლოკში შეშვება მანქანებისა, რომლებიც რუსეთში და ბელარუსშია რეგისტრირებული - აცხადებს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური. ეს სატრანსპორტო აკრძალვა წარმოადგენს ნაწილს სანქციების პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა, მოსკოვის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის გამო. "ახლა საერთაშორისო სატრანსპორტო მანქანებს, რომლებსაც რუსული და ბელარუსული ნომრები აქვთ, არ შეეძლებათ საქონლის გადატანა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე" - წერს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური 9 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში. Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *