Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 30.04.2022

ოდესის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა ასაფრენი ზოლი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ოპერატიული მეთაურობის ინფორმაციით, კვლავ მოხდა თავდასხმა ოდესაზე. თვითმხილველთა თანახმად, რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგონეს აეროპორტის მხრიდან. ცნობით, დაზიანებულია აეროპორტს ასაფრენი ზოლი, მისი გამოყენება შეუფლებელი გახდა. არ არის ცნობა მსხვერპლის შესახებ.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია. ერთი კვირის წინ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. იერიშის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის სამი თვის გოგონა, მისი დედა და ბებია. Читать дальше...

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა - კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი ავიდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო. საჩემპიონო ბრძოლაში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რეპეშაჟის ფინალში განცდილი მარცხის გამო აუღო რევანში. ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. Читать дальше...

პენტაგონმა ვლადიმირ პუტინი "უზნეობასა" და "სისასტიკეში" დაადანაშაულა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, ჯონ კირბიმ, 29 აპრილს ჟურნალისტებთან ბრიფინგისას, მკვეთრი განცხადებები გააკეთა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის შესახებ უკრაინასთან მიმართებაში. კერძოდ, მან "უცნაური" და "უაზრო" უწოდა რუსეთის განცხადებებს საფრთხეების შესახებ აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, ისევე, როგორც მის განცხადებებს ნაცისტების შესახებ უკრაინაში. კირბის მოცემულ ვითარებაში, აგრესორად მიაჩნია თავად რუსეთი. "ძნელია ამ რიტორიკის შეთავსება იმასთან, რასაც ის (ვლადიმირ პუტინი) სინამდვილეში სჩადის უკრაინაში... Читать дальше...

რუსეთი აცხადებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი

Radiotavisupleba.ge 

სააგენტო Reuters-ი იტყობინება რუსეთის ტასს-ზე დაყრდნობით, რომ მოსკოვი თვლის, ბირთვული ომის საფრთხე მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ამის შესახებ განაცხადა შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის სიტყვები მოჰყავს სააგენტოს. ვლადიმირ ერმაკოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის უწყების ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ყველა ბირთვული სახელმწიფო... Читать дальше...

უკრაინის ქალაქ ბუჩასთან პოლიციამ სამ გვამს მიაგნო, რომლებსაც ხელები ჰქონდათ შეკრული

Radiotavisupleba.ge 

კიევის ოლქის პოლიცია იტყობინება, რომ აღმოაჩინა ახალი საფლავი ბუჩის მახლობლად - ტყეში, სოფელ მიროცკოესთან ახლოს. საერთო საფლავში იყო სამი მამაკაცის გვამი. მათ ხელები შეკრული ჰქონდათ და თვალები - ახვეული. როგორც საოლქო პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა, აღნიშნა, ცხედრებს წამების ნიშნები აღენიშნებოდათ, ისევე როგორც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ისინი ყურში გასროლით იყვნენ მოკლულები. მათ ვინაობას ადგენენ. "მსხვერპლთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწამებდნენ, ნატყვიარები აღმოჩენილი იყო კიდურებზე. Читать дальше...

კელი დეგნანი: პრემიერმა პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის თავიდან ასარიდებლად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 30 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამერიკისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იქნეს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისგან თავის ასარიდებლადო. „მე ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის თავიდან ასარიდებლად. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ჩვენ ყურადღებით ვუწევთ მონიტორინგს. ეს ომის შეჩერების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა“, - თქვა ამერიკის ელჩმა და დასძინა - ეს უმნიშვნელოვანესია... Читать дальше...

კიევმა გაეროს ატომურ სააგენტოს აცნობა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავისი ექსპერტები მიავლინა

Radiotavisupleba.ge 

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ კიევმა მას აცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ატომური ენერგეტიკის სპეციალისტები მიავლინა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიის ელექტროსადგურზე სამეთვალყურეოდ. ატომურ სადგურს, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ჯერ კიდევ მართავს უკრაინული პერსონალი. ამის ფონზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის. ზაპოროჟიის ატომური სადგური გაეროს ატომური სააგენტოს შეშფოთების ობიექტად რჩება. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსიმ 29 აპრილს განაცხადა... Читать дальше...

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ალიკა ცაავა ზუგდიდში დაკრძალეს

Radiotavisupleba.ge 

დღეს ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა. ალიკა ცაავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მის ახლობლებსა და მეგობრებთან ერთად დაკრძალვაზე საქართველოს და უკრაინის დროშებით მივიდნენ მოქალაქეებიც. ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ უკრაინიდან ჩამოვიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი. "ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მიმდინარეობს ოკუპაციური ომი. ომის... Читать дальше...



„ლელოს“ ლიდერები: „ბორჯომი“ სამაგალითოდ ვმართეთ, მისი განვითარების შესახებ ჰარვარდში ასწავლიან

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ლელოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა კომპანია „ბორჯომის“ სრული გადაიარაღება და მოდერნიზაცია. „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი“, - ნათქვამია განცხადებაში. „ლელოს“ ლიდერები ხსნიან, რომ ამ განცხადებით უპირისპირდებიან მმართველი პარტიის „მცდელობას... Читать дальше...

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს დონბასზე მიაქვს იერიში, მაგრამ მიზნებს ვერ აღწევს

Radiotavisupleba.ge 

რუსულმა ძალებმა შაბათს იერიში მიიტანეს უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში, მაგრამ ვერ აიღეს სამი რაიონი, რომლებსაც უტევდნენ, - ავრცელებს ცნობას Reuters-ი, სამხედროებზე დაყრდნობით. მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული დასავლეთის სანქციები და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფერხებს. რუსეთის არმია ცდილობდა დაეკავებინა ლიმანის არეალი დონეცკში და სევეროდონეცკი და პოპასნა ლუგანსკში, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა... Читать дальше...

ქაბულის მეჩეთში აფეთქებას გმობენ, მსხვერპლის რიცხვი იზრდება

Radiotavisupleba.ge 

ქაბულის ხალიფა საჰიბის მეჩეთის წინამძღვარმა განაცხადა, რომ 29 აპრილს, მორწმუნეთა თავყრილობის დროს აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია. ავღანეთის თალიბების ხელში მყოფი მთავრობა აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 10-ია, ხოლო დაშავებულია 30 პირი. ექიმების თანახმად, საავადმყოფოებში აღირიცხა 65 დაღუპული და 75 დაშავებული. მეჩეთის წინამძღვარმა, საიედ ფაზილ აღამ განაცხადა 30 აპრილს, რომ ქაბულის სუნიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა მას მერე, რაც პარასკევის ლოცვის შემდეგ მორწმუნეებს შეუერთდა ერთი პირი, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტი. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ჰესები მხოლოდ სახელმწიფომ უნდა ააშენოს, რამდენიმე კვირაში ამის გეგმას წარვადგენთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახალი ჰესების აშენების გარეშე ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი რთული იქნება. „მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ნამახვანჰესის ყოფილ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს... Читать дальше...

ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად წალენჯიხაში უკრაინის სამხედრო ატაშე ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლის ალიკა ცაავასთვის პატივის მისაგებად წალენჯიხის ქალაქ ჯვარში ჩავიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი. სერგეი კრავჩუკის თქმით, ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ ჩამოვიდა უკრაინიდან: "ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მიმდინარეობს ოკუპაციური ომი. ომის პირველივე დღიდან ქართველები მოხალისეობრივად წავიდნენ უკრაინაში, რათა დაეცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უკვე გვყავს ათი დაღუპული. Читать дальше...

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის კითხვარს ერთად წარადგენენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით „პოზიტიური მოლოდინი“ აქვს. „ასოცირებული ტრიო - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მან ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველა ვალდებულება „პირნათლად შეასრულა“ და „აგრძელებს დაწყებული რეფორმების პროცესს“. „საბოლოდ შევჯერდით და კითხვარი შევსებულია. უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტიანად. ყველა კითხვა გავლილი იქნა და დოკუმენტი მზადაა... Читать дальше...

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა, მან დანაშაული აღიარა

Radiotavisupleba.ge 

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ ის დანაშაულს სრულად აღიარებს. ეს განცხადება მან 30 აპრილის სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით... Читать дальше...

ინდონეზია ზელენსკის იწვევს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელსაც პუტინიც უნდა დაესწროს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო მიწვევა „დიდი ოცეულის“ მომავალი, ნოემბრის სამიტის მასპინძელი ქვეყნის - ინდონეზიისგან. პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ, განაცხადა 29 აპრილს, რომ მან მიიწვია ზელენსკი სამიტზე, რომელზე დასწრების თანხმობა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკვე განაცხადა. ვიდოდოზე დასავლეთის ქვეყნებმა ზეწოლა მოახდინეს, გამოერიცხა „დიდი ოცეულის“ წევრი რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაგრამ ჯაკარტამ განაცხადა, რომ „მიუმხრობელი უნდა დარჩეს“. ინდონეზიის ლიდერმა განაცხადა,... Читать дальше...

დღეიდან მატარებლები ქუთაისის აეროპორტთან გაჩერდება

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო მატარებლები 30 აპრილიდან კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგურზე გაჩერდებიან. აეროპორტში კი მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაიყვანენ. სადგურიდან აეროპორტამდე გზას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება. „საქართველოს რკინიგზის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ის „თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული“. Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: პანდემია შესუსტებისკენ მიდის, დახურულ სივრცეში პირბადე ყველასთვის სავალდებულო ალბათ აღარ იქნება

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში „სტაბილურად“ შეაფასა. „ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია“, - თქვა მან და დასძინა: „ეს სტაბილური მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც გრძელდება და იმედია, მაისშიც გაგრძელდება“. ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროშიც და საკოორდინაციო საბჭოზეც და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მალე მიიღებენ. „პირბადე უმრავლეს ქვეყანაში ღია სივრცეში მოხსნილია... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა - ინფიცირებულია 153 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა. სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 312  ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 153 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 237 ადამიანი. ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. 30 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 0.69%​; ბოლო 7 დღის - 1.01%​; ბოლო 14 დღის - 0.87%​. 2020 წლის 26 თებერვლიდან... Читать дальше...

ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა

Radiotavisupleba.ge 

მოხალისეთა ბატალიონ "კარპატსკა სიჩიმ" გაასაჯაროვა უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა. ამ ბატალიონის მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს დაიღუპა, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავრცელდა. ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა. ბატალიონის „ფეისბუკის“ გვერდზე მოჰყავთ ვიტალი ორბელაძის მეუღლის, ელენა ივანოვნას სიტყვები: „ის იყო მამაცი, თავდადებული ადამიანი. მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ბაბუა. მიუხედავად იმისა... Читать дальше...

რეალობა

Radiotavisupleba.ge 

ვისაუბრებთ მხოლოდ ფეხბურთზე, რადგან ეს კვირა გამორჩეული იყო საინტერესო მატჩებით: ტრადიციულად, ვეტერანი ფეხბურთელი გია ცანავა მიმოიხილავს საქართველოს ჩემპიონატს - ამჯერად მხოლოდ ერთ მატჩს - თბილისისა და ბათუმის დინამოელთა შორის შეხვედრას გამოყოფს; მადრიდიდან - საერთაშორისო დიდოსტატი, ესპანური ფეხბურთის ისტორიისა და ნიუანსების საუცხოო მცოდნე ელიზბარ უბილავა საუბრობს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის რეალისა და მანჩესტერ-სითის მატჩთან დაკავშირებულ ამბებზე.

ძიუდოს სეზონი...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის პირველ წრეს მიმოიხილავს ვეტერანი ფეხბურთელი გია ცანავა; ალექსანდრე მეტრეველი საუბრობს თანამედროვე ჩოგბურთის პრობლემებზე; სპორტული ჟურნალისტი, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის კომენტატორი გიორგი ჭანიშვილი რადიომსმენელებს შეახსენებს წლევანდელი სეზონის კალენდარს, რომელიც ჩვენი ძიუდოისტების რთული გამოცდა იქნება...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *