Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 22.04.2022

საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა

News.ge 

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2 მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება 2020 წლის თებერვალში მოიპოვა – გეგმის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას ჯერ 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის, ხოლო შემდეგ 18-წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა. მოგეხსენებათ, ქვეყნის დედაქალაში სპორტის ახალი სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, ხელბურთის ფედერაცია კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას სწორედ თბილისსა და ბათუმში გეგმავდა. ცნობილი იყო, რომ 18-წლამდე ...

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოსკოვში პუტინს შეხვდება

News.ge 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას გაეროს გენშტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, გუტიერეში გაესაუბრება სერგეი ლავროვსაც. გაეროს გენშტაბის წარმომადგენლის, ერი კანეკოს განცხადებით, გუტიერეში იმედოვნებს, რომ მისი მოგზაურობის განმავლობაში ისაუბრებს, რა უნდა გაკეთდეს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

ირაკლი კობახიძე: ეს ე.წ. ენჯეოები, რომლებიც გამოდიან სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ

News.ge 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აცხადებს, რომ გამორიცხულია, რომელიმე ქვეყნის სისტემაში არ არსებობდეს პრობლემა, მათ შორის, საქართველოზე ბევრად „განვითარებულ და მომზადებულ“ ქვეყნებშიც. მისი თქმით, თუ სისტემაში არის პრობლემები, უნდა წარმოადგინონ არგუმენტები და პრობლემის გადაჭრის ხედვა. „ამის შემდეგ მზად ვართ, ნებისმიერი ისეთი წინადადება გავითვალისწინოთ, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოში ვითარების შემდგომი ...

ნიკა მელია აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ფეისბუკ“-LIVE-ში უპასუხა მოქალაქეების შეკითხვებს. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობას. როგორც მელიამ განაცხადა, ბოლოს ორი კვირის წინ შეხვდა კეზერაშვილს და აპირებს მასთან თანამშრომლობას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ნიკა მელიამ გაიხსენა კეზერაშვილთან პირველი შეხვედრაც, რომელიც ციხიდან მისი გათავისუფლების შემდეგ შედგა. „დათო კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი საჯარო პოზიცია მოუსმენია ბევრს, ეს იყო 2017 წელი. Читать дальше...

შარლ მიშელი: პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე

News.ge 

პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. მტკიცედ მოვუწოდე ჰუმანიტარული წვდომის და მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ, მით უფრო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ფეისბუქში“ წერს. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას კვლავ დაადასტურა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. „მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა... Читать дальше...

ნიკა მელია: გარწმუნებთ, არ არსებობს ერთი პარლამენტარიც, (დავიტოვებ იმედს), ვინც იქ დარჩება. ხომ გაინტერესებთ სიმართლე?

News.ge 

დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ facebook live-ის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დატოვება ან თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, არამედ ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. „დავინახავთ, რომ პოლიტიკური პროცესის დრამატულად გაცოცხლებისთვის მნიშვნელოვანია, ...



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი: თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს

News.ge 

თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან პარასკევს ვილნიუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბურბოკმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გერმანიამ რუსეთის ენერგეტიკული რესურსების შესყიდვაზე უარის თქმის მზადყოფნა გამოთქვა. „უკვე მომზადებულია ეტაპობრივი გეგმა რუსული ნახშირის შეძენაზე ...

მიხაილო პოდოლიაკი: ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება

News.ge 

ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ,,ტვიტერის” გვერდზე წერს. პოდოლიაკის თქმით, უკრაინა სრულიად ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ,,მოსკოვის მადა კვლავ იზრდება. ახლა მისი მიზანი არის უკრაინის სამხრეთით, დნესტრისპირეთში შესვლა, სადაც ისინი ამბობენ, რომ რუსეთზე ზეწოლას ახდენენ. ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე ...

ჩეხეთში გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომელი კობა მელიქიშვილი

Radiotavisupleba.ge 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ყოფილი თანამშრომელი კობა მელიქიშვილი - მაუწყებლის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი ჟურნალისტი. კობა მელიქიშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გამოდიოდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „დიელოში“. 1970-იან წლებში მან საბჭოთა კავშირი დატოვა და მას შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრობდა.   კობა მელიქიშვილმა 1979 წელს დაიწყო მუშაობა რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციაში, რომლის ოფისი იმხანად გერმანიაში, მიუნხენში მდებარეობდა. Читать дальше...

ვატიკანმა გააუქმა რუსეთის პატრიარქთან რომის პაპის შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის გამო ვატიკანმა გააუქმა რომის პაპის, ფრანცისკეს შეხვედრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილესთან.  ამის შესახებ პაპმა უამბო არგენტინის გაზეთ, La Nación-ს. მისი სიტყვებით,  ის წუხს, რომ ომის დროს შეხვედრა დიდ დაბნეულობას გამოიწვევდა. ფრანცისკის და კირილეს შეხვედრა დაგეგმილი იყო იერუსალიმში. ეს იქნებოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიის და კათოლიკური ეკლესიის მერე შეხვედრა ისტორიაში. პირველი ასეთი შეხვედრა შედგა 2016 წელს კუბაზე, როცა მათ შევიწროებული ქრისტიანების დაცვის ერთობლივი განცხადებას მოაწერეს ხელი. Читать дальше...

პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება 26 აპრილს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში 26 აპრილს მიიღებს გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, გამოაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. 20 აპრილს გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა, გავრცელა ცნობა რომ გუტერეშმა წერილით მიმართა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს, სასწრაფოდ მიიღონ ის მოსკოვსა და კიევში. „გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ დროს, რომელთანაც დაკავშირებულია დიდი საფრთხე და რომელიც მოიტანს დიდი ცვლილებებს, მას სურს განიხილოს უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიღწევისთვის სასწრაფო ნაბიჯები... Читать дальше...

უკრაინის ერთიანი მხარდაჭერა, მეტი რეფორმა ევროკავშირის გზაზე - მესიჯები ვაშინგტონიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე უკრაინისა და საქართველოს ბედი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული ამერიკელი კანონმდებლებისთვის, რომლებიც ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდნენ საქართველოს და საფრანგეთიდან 21 აპრილს ჩამოსულებმა, 22 აპრილს გზა იტალიისკენ გააგრძელეს.

“თქვენ ჩანაცვლებული ხართ ახალი კომისიით” - ინტერვიუ ბესო სოლომანაშვილთან

Radiotavisupleba.ge 

“ერთ-ერთმა კონკურსანტმა დაგვირეკა და გვითხრა, გასაუბრება მაქვს და სად ხართო? ამაზე გადავირიეთ” - ამბობს მწერალი და რეჟისორი, ბესო სოლომანაშვილი. ის ეროვნული კონოცენტრის ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო, რომელშიც დებიუტანტი რეჟისორები მონაწილეობდნენ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაასაჩივრეს

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლოში სარჩელი შეიატანა სამმა პირმა. ისინი დე ფაქტო ცესკოს მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს ასაჩივრებენ. მეორე ტური 28 აპრილს არის დანიშნული და მასში მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ოპოზიციის ლიდერი პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი მონაწილეობენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პირველ ტურში წაგებულ ბიბილოვს არჩევნების ჩაშლა უნდა და საჩივარი სწორედ საკუთარ მომხრეებს შეატანინა. ოპოზიციამ იმ პირების ვინაობაც დაადგინა, ვინც ცესკოს უჩივლა. Читать дальше...

რა სურს თურქეთს? ერდოანის თამაშები უკრაინასთან, რუსეთსა და ომთან

Radiotavisupleba.ge 

იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებს, ათობით სახელმწიფო კვლავინდებურად გმობს რუსეთის აგრესიას და მოსკოვს სანქციებს უწესებს.

პრაღაში ერთ-ერთი ქუჩის ნაწილს რუსეთის საელჩოსთან უკრაინელი გმირების სახელი დაერქვა

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, პრაღაში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ქუჩის, კორუნოვაჩნის, ნაწილს ეწოდა უკრაინელი გმირების სახელი. უკრაინელი გმირების ქუჩა ემიჯნება რუსი ოპოზიციონერის, კრემლის აქტიური ოპონენტის, ბორის ნემცოვის სახელობის მოედანს. ნემცოვი მოსკოვის ცენტრში მოკლეს. ასევე პრაღაში, უკრაინელი გმირების ქუჩასთან მდებარე ხიდს მიენიჭა უკრაინელი ჯარისკაცის, ვიტალი სკაკუნის სახელი. სკაკუნმა 24 თებერვალს ხერსონზე რუსეთის არმიის იერიშისას ააფეთქა ხიდი და იქ დაიღუპა, რათა რუსი სამხედროების სვლა შეეჩერებინა. Читать дальше...

მიშელსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი უკრაინასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხებს შეეხებოდა

Radiotavisupleba.ge 

20 აპრილს უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარეს, შარლ მიშელს დღეს 22 აპრილს მორიგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენთთან ვლადიმირ პუტინთან. ეს იყო არსებითი შინაარსის ზარი, რომლის დროსაც მიშელმა ცხადად და პირდაპირ, კვლავ გაიმეორა ევროპის კავშირის პოზიცია.   მან არაორაზროვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთის ომი მიუღებელია, დეტალურად ჩამოაყალიბა, თუ რა საფასურს გადაიხდის რუსეთი ევროპის კავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად მისი წინასწარგანზრახული აგრესიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო... Читать дальше...

ჯონსონი: მომავალ კვირაში ბრიტანეთი კიევში კვლავ გახსნის საელჩოს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მომავალ კვირაში ხელახლა გახსნის თავის საელჩოს უკრაინის დედაქალაქში, კიევში. ბრიტანეთის საელჩო კიევიდან ლვოვში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიტანეს. 22 აპრილს ინდოეთში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა განაცხადა: "ჩვენ ძალიან მალე, მომავალ კვირაში კვლავ გავხსნით ჩვენს საელჩოს უკრაინის დედაქალაქში". მას თარიღი არ დაუკონკრეტებია. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ლონდონიდან გამოქვეყნებულ ცალკე განცხადებაში კი აღნიშნა... Читать дальше...

ორი არჩევნები, რომლებიც ევროპის მომავალს განსაზღვრავს

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში ნერვიულად ელიან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელშიც, 24 აპრილს, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი პოპულისტი მეტოქე, მარინ ლე პენი. უმეტესობა იმედოვნებს და ელის, რომ კვირას მაკრონი მორიგჯერ წარმოთქვამს გამარჯვების სიტყვას ეიფელის კოშკის წინ. ევროპის ლიდერებს კარგად ესმით, რომ ლე პენის მოულოდნელი გამარჯვება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკურ ბალანსს. ამჟამინდელი პრეზიდენტის მცირე უპირატესობით... Читать дальше...

სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერის გარეშე ალიევი არ აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უარს იტყვის სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, თუ ერევანი ხელს არ მოაწერს ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებას ბაქოს წინადადებების შესაბამისად. 22 აპრილს მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მეხუთე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ქალაქ შუშაში, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონში, სადაც ორ ქვეყანას 2020 წლის შემოდგომაზე ბოლო ომი ჰქონდა, ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოს მიერ შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება სომხეთის "ერთადერთი და ბოლო შანსია". Читать дальше...

ლევან ღამბაშიძე: ყველამ იცის, რომ ომამდე კიევში იქნა მონიშნული დასაბომბი ობიექტები რუსი დივერსანტების მიერ. ამიტომ ჩვენთან ხალხმა დაიწყო ნერვიულობა

News.ge 

“თბილისში გამოჩნდა ასეთი ნიშნები. ყველამ იცის, რომ ომამდე კიევში იქნა მონიშნული დასაბომბი ობიექტები რუსი დივერსანტების მიერ. ამიტომ ჩვენთან ხალხმა დაიწყო ნერვიულობა, სცადა ამ ნახატების გაჩენისათვის რამე მნიშვნელობა მიეცა და აგერ ბატონო: უმეტესობა ისეთ ადგილთან არის დახალი, რაც თავშესაფრად შეიძლება გამოდგეს დაბომბვის დროს. არის თუ არა ეს დივერსანტების ნამუშევარი? არ ვიცი? ვინ უნდა იცოდეს? სუსმა. არის ...

“ხალხს ჰგონია, რომ მზე ისევ ანათებს” - როგორ ცხოვრობენ რუსეთში ომის დაწყებიდან ორი თვის თავზე

Radiotavisupleba.ge 

უკვე ორი თვეა, რაც მოსკოვმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამასობაში რუსეთში პროპაგანდა გაძლიერდა, მიიღეს კანონები, რომლებიც თავისუფალ გამოხატვას კრძალავს, დაიკეტა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და ამოქმედდა სანქციები. სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, ყველაზე აქტიურ ოპოზიციურ ქალაქებში, საპროტესტო გამოსვლებიც შემცირდა. რა შეიცვალა რუსეთში და როგორ ეგუებიან ადამიანები ომს?   ჩვენმა გმირებმა, უსაფრთხოების მიზნით, ინტერვიუები ანონიმურობის პირობით მოგვცეს. ფოტოებზე რეალური გმირები არ არიან გამოსახული.    ალბათ     ერთხელაც ამომასხამს... Читать дальше...

შარლ მიშელი პუტინს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარში უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი განიხილა. შარლ მიშელმა პუტინს მოუწოდა, აღდგომის წინ გახსნას მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი და უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოსვლის პირობები.   შარლ მიშელი რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „მტკიცედ მოვუწოდე, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *