Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 08.04.2022

„ბუჩაში ჩამოდითზე“ პასუხი ერთადერთია „მოვდივართ“, როდესაც ამას ჭირისუფალი გეუბნება – იაგო ხვიჩია

News.ge 

„ბუჩაში ჩამოდითზე“ პასუხი ერთადერთია „მოვდივართ“, როდესაც ამას ჭირისუფალი გეუბნება, – ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რადას თავმჯდომარის მიერ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის პასუხი. იაგო ხვიჩიას შეფასებით, დღეს უკრაინასთან მსგავსი რიტორიკით საუბარი მართებული არ არის. „ზოგადად, სოლიდარობის გამოსახატავად და ბუჩაში სამძიმარზე, ახლა ამისთვის უნდა ჩახვიდე, სხვა რამისთვის ხომ არ ...

მსოფლიო პატრიარქი: ვწუხვართ რუსეთის პატრიარქი კირილის დამოკიდებულების გამო… იგი ასე ძალიან არ უნდა გაიგივებულიყო პრეზიდენტ პუტინთან

News.ge 

უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია. 2022 წლის 7 აპრილს, საერთაშორისო ლიტერატურასთან დაკავშირებით ორგანიზებულ კონფერენციაზე, მსოფლიო პატრიარქი თავის მისასალმებელ სიტყვაში ომსაც შეეხო. „არანაირი პრობლემა ომით არ გადაიჭრება. ომი პრობლემებს არ წყვეტს, ამას ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, ომი ახალ პრობლემებს გვმატებს. მხარეები, დიალოგის გზა რომ აერჩიათ, აუცილებლად იპოვიდნენ გამოსავალს. რუსები ...

რას უნდა ველოდოთ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე

Radiotavisupleba.ge 

10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. რადიო თავისუფლება გეტყვით, თუ რა უნდა ვიცოდეთ ევროპაში ჩასატარებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრის შესახებ. მაკრონი პირველ ტურში ალბათ ვერ გაიმარჯვებს. ვინ დარჩება მის მეტოქედ? არ ელიან, რომ პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი შეძლებს 10 აპრილს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებას. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა - ან, თუ ყველა გამოკითხვა არ ცდება - მას 24 აპრილს მოუწევს მეორე ტურში ასპარეზობა. მთელი წლის განმავლობაში ის პოლიტიკური რეიტინგების სათავეშია და ელიან... Читать дальше...

არქიმანდრიტი დოროთე: ეს მათი ,,წმინდა” ჯარი შევიდა უკრაინაში და აუპატიურებენ 10 წლის გოგონებს, მშობლებს ბავშვების თვალწინ ხვრეტენ, რომ დაიმახსოვრონ ეს ყოველივე და შეუყვარდეთ რუსი ერი, ნახეთ, იხილეთ ფარისევლობის სული!

News.ge 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): ,,თურმე კიევში [ლგბტ] პრაიდი ტარდებოდა და შევიდა რუსეთის ,,წმინდა” ჯარი, მართლმადიდებელი ქვეყნის ჯარი, იმისთვის რომ პრაიდი არ ჩატარებულიყო და ამ დროს გზად გააუპატიურეს ყველა ვინც კი შეხვდათ ბავშვი, კაცი თუ ქალი შეუკრეს მათ ხელები და დახოცეს, და რა იყო თურმე მიზეზი?! -პრაიდი რომ არ ჩაეტარებინათ უკრაინელებს! და მათი ...

9 აპრილი

News.ge 

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ...

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე - თავმჯდომარის კაბინეტი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტი ქალაქ ბუჩაში ჩასვლის საკითხზე უკრაინიდან მიღებული მოსაწვევის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პარლამენტის სპიკერმა მოსაწვევი მიიღო 8 აპრილს. „საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა... Читать дальше...

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე”

News.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა. „საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გუშინ, 7 აპრილს გაეგზავნა უკრაინის რადას თავმჯდომარის მოსაწვევი წერილი, რომელზეც... Читать дальше...



ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის კითხვარი გადასცა

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში გადასცა კითხვარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. კითხვარი შევსება სტატუსის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა. „ევროპეისკაია პრავდას" ცნობით, ცერემონია კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა. „ჩვენ ბევრი რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ. ამიტომ შევსებას დასჭირდება არა წლები, როგორც ჩვეულებრივ ხდება, არამედ კვირები", - ციტირებს გამოცემა ურსულა ფონ დერ ლაიენს. Читать дальше...

"თავიდანვე ითქვა, რომ ვეხმარებით ყველას, მათ შორის რუს ჯარისკაცებს" - ინტერვიუ კიევში მცხოვრებ ქართველ ექიმ მიხეილ ბერიძესთან

Radiotavisupleba.ge 

ბათუმელი მიხეილ ბერიძე კიეველი ექიმია. 11 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რეზიდენტურა უკრაინაში გააგრძელა და როდესაც დარჩენა შესთავაზეს, უარი არ უთქვამს. ის კიევის ამოსოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია.

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში მეორედ ჩამოვა

Radiotavisupleba.ge 

გამომცემლობა „პალიტრა L"-ის ცნობით, საქართველოს ეწვევა (4-6 მაისს) ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი.  როგორ გამომცემლობა იუწყება, მწერალი მკითხველთან შეხვედრებს გამართავს, უპასუხებს მათ შეკითხვებს და დაარიგებს სამახსოვრო ავტოგრაფებს. გამომცემლობა „პალიტრა L“ ფრედერიკ ბეგბერედის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს. ​ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში 2016 წლის მარტში იმყოფებოდა.

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონის დამარცხებას

News.ge 

კვირას, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი – გამოკითხვის მიხედვით ფავორიტია. თუმცა, ახლანდელი გამოკითხვის მიხედვით მას უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მაკრონს, სულ მცირედით, ჩამორჩება მარინ ლე პენი. სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 24 აპრილს გაიმართება. ორშაბათს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლე პენმა ხმების 48,5% ...

საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრო.  „აბსოლუტურად წარმოუდგენელია იმის ხილვა თუ როგორ ესმის თავს რუსეთი კრამატორსკში რკინიგზის სადგურს, რომელიც განკუთვნილია მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ კიდევ ერთ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხზე. ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით", - წერს „ტვიტერზე" საქართველოს საგარეო უწყება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 39-მდე გაიზარდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად... Читать дальше...

უკრაინა, ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ – უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა

News.ge 

უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა. BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა, კიევში გამართულ კონფერენციაზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომელიც უკრაინას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში, კიდევ უფრო წინ წაიყვანს. „რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ რღვევაზე გადავა, ხოლო უკრაინა, ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. კითხვარის მიღებისას, ...

რუსეთის მიერ აკრძალული ხალხი და ქვეყანა

Radiotavisupleba.ge 

30 წლის წინ, 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, უკრაინელმა რეჟისორმა ვალენტინ სპერკაჩმა იმოგზაურა რუსეთის სამხრეთში, ყუბანის მხარეში და გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ყუბანის კაზაკები. უკვე 200 წელია...“, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება ზაპოროჟიელი კაზაკების ყუბანში გადასახლების, უკრაინელების რუსიფიკაციისა და მკვლელობების შესახებ. ფილმის გმირები, ხანდაზმული კაცები და ქალები, იხსენებენ XX საუკუნის 20-30-იან წლებში ახალი ენერგიით განახლებულ რუსიფიკაციის პოლიტიკას... Читать дальше...

რამზან კადიროვი: …ამბობენ, რომ ჩეჩენ ძმებთან ერთად ბანდერელების განადგურება სურთ

News.ge 

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის მოსახლეობა ჩეჩენი სამხედროების „მაგალითით“ „მოხიბლულია“. მისივე თქმით, რუსი მოხალისეები ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ჩადიან და უკრაინაში გასამგზავრებლად არმიის რეზერვს უერთდებიან. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამშობლოსთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩეჩნები წინა ხაზზე იქნებოდნენ. დღეს ჩვენი ძმები უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში ყველა ფრონტზე იბრძვიან. ამას ყველა რუსი ხედავს და აფასებს. ძალიან ...

“ვერ გავიგე, გია დვალის სალანძღავად და “გასაცამტვერებლად” რატომ შეყარეს ლაშქარი” – ნათია ფანჯიკიძე „იმედი ლაივის“ გუშინდელ ეთერს ეხმიანება

News.ge 

ნათია ფანჯიკიძე „იმედი ლაივის“ გუშინდელ ეთერს ეხმიანება, სადაც სტუმრად მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი ფიზიკოსი, გია დვალი ჰყავდათ. გადაცემა რეზონანსული გამოდგა ჟურნალისტების კითხვებისა და რესპონდენტების პასუხების გამო. „გია დვალს ვუსმინე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სიამაყეა და როცა ასეთი რესპონდენტი გყავს, „პოლიტიკურ-პარტიული” თემის „მოგება” არ უნდა გქონდეს მთავარ მიზნად და არ აწყვეტინებდე ყველა პასუხს. ასეთ ხალხს აზრი უნდა დაასრულებინო. ...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებისთვის ძალოვანი უწყებების მობილიზება დაიწყეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობის მობილიზება ცხადდება, ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. დე ფაქტო შსს და უსაფრთხოების სამსახურები 10 აპრილს განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებენ. „ორგანიზაციული და პრაქტიკული ღონისძიებების გეგმის მიხედვით, შაბათს, 9 აპრილს, სამართალდამცავები ტექნიკური, საშუალებებისა, მეტალოდეტექტორების და მომსახურე ძაღლების დახმარებით საარჩევნო უბნებზე საინჟინრო-სადაზვერვო სამუშაოს ჩაატარებენ... Читать дальше...

ფინეთი ორ რუს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან

Radiotavisupleba.ge 

ფინეთმა განაცხადა, რომ გააძევებს ორ რუს დიპლომატს და მესამეს უარს ეტყვის ვიზის გაგრძელებაზე. უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომის საპასუხოდ ბევრ რუს დიპლომატს დაატოვებინეს ქვეყანა მთელი ევროპის მასშტაბით. ევროპის კავშირის ქვეყნებმა ამ კვირაში გააძევეს რუსი დიპლომატები "ეროვნული უსაფრთხოების" ინტერესების მოტივით, გლობალური აღშფოთების ფონზე, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სისასტიკეების შესახებ ქალაქ ბუჩაში, დედაქალაქის, კიევის, ჩრდილოეთით. Читать дальше...

მართლა უჭერს თუ არა მხარს რუსების უმრავლესობა პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. რატომ შეიძლება ეს მხარდაჭერა არ იყოს ისეთი ძლიერი, როგორც გამოკითხვის შედეგები ამბობენ.

ცხინვალში ე.წ. სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე აშშ გააკრიტიკეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ, ე.წ. სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა. სააგენტო “რეს“-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. ექსპრეზიდენტები - ედუარდ კოკოითი და ლეონიდ თიბილოვი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო, სტავროპოლის გუბერნატორი ვლადიმერ ვლადიმიროვი, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ყაზბეკ კოკოვი... Читать дальше...

როცა რუსეთს ბიბილოვისთვის არ "სცხელა" - რა განწყობებია ცხინვალში ე.წ. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.

Radiotavisupleba.ge 

ფანტაზიის დეფიციტი ალან ფარასტაევი ცხინვალში ცნობილი ბლოგერია, ის ხშირად კრიტიკებს ხელისუფლებას. ფარასტაევი, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინიციატივასაც, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, ახალი ბლოგპოსტით გამოეხმაურა. ალან ფარასტაევის აზრით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ეს თემა დაბალი რეიტინგის ასაწევად წამოწია. არადა, იგივე იდეები ქონდა ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებშიც, თუმცა რუსეთის ფედერაცია მის სურვილებს ენთუზიაზმით არ შეხვედრია. „მართლა აღარ გყოფნით ფანტაზია მრავალფეროვნებისთვის... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *