Мы в Telegram
Добавить новость
smi24.net
World News in Georgian
Апрель
2022

Новости за 28.04.2022

პოდოლიაკი ივანიშვილზე: ყველა პრორუსი ოლიგარქი „დეოლიგარქიზაციას" დაექვემდებარება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე" გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გამოკვლევას, რომელიც ეხება „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესებს. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" აჩვენა, საქართველოს მთავრობამ რატომ თქვა უარი, განეხილა, რუსეთზე რაიმე სანქციების დაწესება. „რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქის ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. Читать дальше...

ნინო ნაცვალაძე: … და არა ვარ “ომის პარტიის” წევრი

News.ge 

“საქართველოს ომბუდსმენის სამედიცინო კომისიის დასკვნა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის თაობაზე არა მარტო საყურადღებო, არამედ ანგარიშგასაწევი და შემაშფოთებელია… თუ ეს “უჭმელობა” ვინმეს ფარსად და დადგმულ სპექტაკლად მიაჩნია, იცოდეს, რომ ფსკერზეა და როგორც პრიმიტივს მეტი არ მოეთხოვება… და თუ ვინმესთვის ღლიცინის და ჭორაობის საგანია, ადამიანობის დეფიციტთან ერთად მას ინტელექტის დეფიციტის პრობლემაც აქვს… ახლა საქმეზე…. პაციენტის დიაგნოზი ცნობილია, დასკვნები ...

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, გაატარონ კამპანია, რომ …

News.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, რომ რუსი ახალგაზრდების ნათესავებსა და მშობლებს შორის კამპანია გაატარონ, რათა წაახალისონ ისინი და ახალგაზრდებმა სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტები გააფორმონ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. “ანაფორაში გამოწყობილი პროპაგანდისტები, კრემლის დავალებით ,,რუსული სამყაროს” დოქტრინას ქადაგებენ, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას არ შეესაბამება”, – ნათქვამია სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში. Читать дальше...

“მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო: ჩვენ არ ვნებდებით”

News.ge 

მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო: ჩვენ არ ვნებდებით, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტირეშმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა გუტერეშის თქმით, მარიუპოლის მოსახლეობას სამაშველო გზა სჭირდებათ, რათა ,,ჯოჯოხეთი დატოვონ”. „მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო: ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ცეცხლის სრული შეწყვეტის მოწოდებას, ასევე გავაგრძელებთ პრაქტიკულ ...

ჯერემი კორბინი: მე როცა პუტინს ვუპირისპირდებოდი, მაშინ ბრიტანელი პოლიტიკოსები  მას მასპინძლობდნენ და ოპერაში დაჰყავდათ

Radiotavisupleba.ge 

“არასდროს დამიბრალებია საქართველოსთვის ომის დაწყება 2008 წელს. ეს უბრალოდ სიცრუა და არ ვიცი, რატომ წერენ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯერემი კორბინი, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიისა და ოპოზიციის ყოფილი ლიდერი (2015-2020).  კორბინი ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებებით  „ნამუსდაკარგული ბრიტანული მედია “ მის „გაშავებას“ ცდილობდა. თუმცა, ჩვეულა ორაზროვანია კორბინი  უკრაინაზე საუბრისას - ერთი მხრივ, აგრესიაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, მეორე მხრივ, სამხედრო ალიანსებისა და ბირთვული შეკავების მიმართ ისევ სკეპტიკურადაა განწყობილი. Читать дальше...

კიევში საღამოს ორი აფეთქების ხმა გაისმა გაეროს გენერალური მდივნის და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

28 აპრილის საღამოს, უკრაინის დედაქალაქში, ორი აფეთქება მოხდა მალევე მას მერე, რაც გაიმართა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. აფეთქებები, რომელსაც მოჰყვა შავი კვამლი, მოხდა მალევე მას მერე, რაც ორი ლიდერის პრესკონფერენცია გაიმართა, და რომლის დროსაც გუტერეშმა დაგმო მხეცობა, რომელიც მოხდა კიევის მახლობლად ქალაქ ბუჩაში, სადაც რუსეთის ჯარის მიერ არეალის დატოვების შემდეგ გნახეს მშვიდობინი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის მტკიცებულება. Читать дальше...

"ცენზურისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია", - "კინოს სახლში" სალომე ჯაშის ფილმის ბოლო ჩვენება გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

"კულტურის მოთვინიერების მცდელობაა, კონკრეტული ადამიანის დავალებით დაადეს ფილმს ცენზურა, ამ ფილმის აკრძალვა ერთ-ერთი კომპონენტია იმ პოლიტიკის, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება", - ასე აფასებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებას სალომე ჯაშის ფილმ "მოთვინიერების" სეანსების გაუქმების შესახებ. ფილმის ბოლო ჩვენება "კინოს სახლში" დღეს, 28 აპრილს 20:00 საათზე გაიმართა. ფილმზე დასწრების გარდა, აქ მოსულმა ადამიანებმა კინოაკადემიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. "ვაპროტესტებ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას... Читать дальше...

ფაშინიან, გადადექი! რა შანსი აქვს სომხეთის ოპოზიციის მოთხოვნას?

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ოპოზიციის ნაწილმა კვირის დასაწყისში კვლავ წამოიწყო საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომაა.



სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ვადას 2 მაისამდე აძლევს

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - დედამ, მამამ და ძმებმა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საზოგადოებას მიმართვა გააცნეს. ისინი მოითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და მთავრობას ვადას 2 მაისს, 18:00 საათამდე აძლევენ.  „გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის, კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული... Читать дальше...

რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს: ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა 28 აპრილს გააფრთხილა დასავლეთი, რომ მკაცრი სამხედრო პასუხი მოჰყვება რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ შემდგომ თავდასხმას და დაადანაშაულა შეერთებული შტატები და მისი მთავარი მოკავშირეები ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, უკრაინის რუსეთზე თავდასხმისკენ ღია წაქეზებით -  წერს სააგენტო Reuters-ი. ბოლო დღეებში რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მისი სიტყვებით, არის უკრაინული ძალების რიგი თავდასხმები რუსულ რეგიონებზე, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება, და განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები... Читать дальше...

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან, ორი დიდი აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან, ორი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. სააგენტოს უკრაინის საზღვრის მახლობლად მომხდარის შესახებ ამცნო ორმა თვითმხილველმა. ბოლო ხანს რუსეთმა გამოაცხადა, მისი თქმით, უკრაინის არმიის მიერ მოწყობილი თავდასხმების სერიის შესახებ რუსეთის უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში და გაფრთხილება გამოთქვა, რომ ასეთი თავდასხმები მნიშვნელოვან ესკალაციის საფრთხეს შეიცავს. უკრაინას, Reuters-ის თანახმად, პირდაპირი პასუხისმგებლობა მომხდარი თავდასხმებისთვის არ უკისრია... Читать дальше...

ბაქოში ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში აშშ-ის ელჩები

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის დედაქალაქმა უმასპინძლა რეგიონული შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩი, ერლ ლიტცენბერგერი, ასევე სომხეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი და მათი კოლეგა საქართველოში, კელი დეგნანი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი, სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკების საქმეში, ენდრიუ შოფერი და ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების საკითხებში კოორდინატორი გრეგ ნაარდენი. „ბაქო, თბილისი და ერევანი ადრეც მასპინძლობდნენ ამგვარ შეხვედრებს. Читать дальше...

შეხვედრა ვაშინგტონში: ზურაბიშვილმა პელოსის ოკუპირებული ტერიტორიების მდგომარეობა გააცნო

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. ცნობას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზურაბიშვილმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო-ამერიკის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. Читать дальше...

ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კონგრესში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს მოლდოვაში შექმნილი ვითარების შესახებ. „საქართველო სოლიდარულია მოლდოვის მიმართ - ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს!" - წერს „ტვიტერის" ოფიციალურ ანგარიშზე საქართველოს პრეზიდენტი. მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მოლდოვისადმი გამოჩენილი სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის არსებულ ამ რთულ პერიოდში. 27 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა დნესტრისპირეთში განვითარებული... Читать дальше...

უკრაინა და ბულგარეთი შეთანხმდნენ ბაზარზე უკრაინული ხორბლის ვარნის გზით გატანის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა ბულგარეთის შავი ზღვისპირა ნავსადგურ ვარნის გავლით გაიტანს  თავის ხორბალს მსოფლიოს ბაზარზე - ამის შესახებ შეთანხმდნენ ორი ქვეყნის, უკრაინისა და ბულგარეთის ლიდერები. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილე პეტკოვთან კიევში შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ეს ინფორმაცია, იტყობინება Reuters-ი. ზელენსკის არ უთქვამს, რა მოცულობის ხორბალზეა ლაპარაკი და არ დაუზუსტებია შავი ზღვისპირა ნავსადგურის გზით პროდუქტის გატანის ვადები. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის... Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ Twitter-ი 3 მილიონი რუბლით დააჯარიმა "აკრძალული მასალის" გამო

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ Twitter-ი დააჯარიმა იმის გამო, რომ არ წაშალა მასალა, რომლის შინაარსი რუსეთში უკანონოდ ითლება. ტაგანკის რაიონის სასამართლომ 28 აპრილს დაადგინა, რომ Twitter-მა უნდა გადაიხადოს 3 მილიონი რუბლი (40 000 დოლარი) იმისთვის, რომ არ წაშალა მასალები, რომლებიც შეიცავდა მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ მზადდება "მოლოტოვის კოქტეილები", ასევე ნაცისტური სვასტიკის პროპაგანდას და რუსეთსა და მის სახელმწიფო ჰიმნსა და დროშას შეურაცხყოფდა. ორი დღით ადრე, იმავე სასამართლომ დააჯარიმა Meta Platforms-ი... Читать дальше...

ბიბილოვი ახალგორში გამართული შეხვედრის შემდეგ: გზის გახსნა რუსეთთან შეერთებით შეიძლება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მიიჩნევს, რომ დანარჩენ საქართველოსთან პირობით საზღვარზე გამშვები პუნქტების გახსნა შესაძლებელია „სამხრეთი ოსეთის“ რუსეთთან შეერთების შემდეგ. ამის შესახებ ბიბილოვმა ახალგორელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეგრამ-არხზე დაწერა. „ლენინგორელებისთვის (ახალგორელებისთვის) მთავარი საკითხი არის გზა. გამშვები პუნქტების გახსნა ორი გზითაა შესაძლებელი - დიპლომატიური და რუსეთთან შეერთებით. მოტყუებით გზის გახსნა არ შეიძლება“, - განაცხადა მან. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი ხვდება ნენსი პელოსის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მედლინ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ვაშინგტონში მიწვეული საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ხვდება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის. ინფორმაცია ზურაბიშვილმა „ტვიტერის" ოფიციალურ ანგარიშზე გაავრცელა. 27 აპრილს ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებისთვის ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა. მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მედლინ ოლბრაიტის... Читать дальше...

სტოლტენბერგი: ნატო მზად არის უკრაინის მხარდაჭერისთვის მაშინაც, თუ ომი წლები გაგრძელდება

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში მზად არის მხარში დაუდგეს უკრაინას მაშინაც, თუ კონფლიქტი წლების განმავლობაში გაგრძელდება. „მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერსპექტივისთვის... სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ომი თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს“, - თქვა სტოლტენბერგმა 28 აპრილს ბრიუსელში, ახალგაზრდობის სამიტზე და დასძინა, რომ ალიანსი დაეხმარება კიევს არმიის მოდერნიზებაში, საბჭოთა შეიარაღების თანამედროვე დასავლური აღჭურვილობით შეცვლაში. აშშ-მა... Читать дальше...

ლომჯარია კობახიძეს პასუხობს: ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხებოდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას. „ადამიანის უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში მშვიდობის გარანტად ითვლება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არაა, ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მშვიდობის. ამიტომ ჩემი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით... Читать дальше...

პოდოლიაკი დასაშვებად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიისგან თავს დაიცავს ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის რუსეთის ბაზებსა და საწყობებზე თავდასხმით. მან ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს“ და მოიხმო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვები, რომლის თანახმად უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.   პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრისპირა რაიონების... Читать дальше...

უკრაინის სუვერენიტეტისთვის საჯარო მხარდაჭერის შემდეგ უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საჯარო მხარდაჭერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულაზიზ ქომილოვმა, თანამდებობა დატოვა. უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, შერზოდ ასადოვმა, 27 აპრილს განაცხადა, რომ ქომილოვმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა იმ მიზნით, რომ გადასულიყო სხვა სამუშაოზე - პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ. ასადოვის თანახმად, ვლადიმირ ნოროვი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. Читать дальше...

IDFI: მარტში საქართველოში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 17 201 მოქალაქე, ბელარუსის - 14 030 და   უკრაინის - 8 151

Radiotavisupleba.ge 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აქვეყნებს უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის 2022 წლის მარტის სტატისტიკას. მარტის მონაცემების შესახებ მომზადებულ გამოკვლევაში რამდენიმე ძირითადი მიგნება არის დასახელებული: საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16 669, რუსეთის 43 152  და ბელარუსის 19 898 მოქალაქე; საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8 151 მოქალაქე... Читать дальше...

ომი არ იქნება, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას არ დაუშვებს

News.ge 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დღეს ოპოზიცია ისევ ცდილობს იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისას ჰქონდა. მათი თქმით, ეს იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას უკავშირებენ განცხადებებს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით: “ვხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს სააკაშვილი როგორმე გაათავისუფლონ ციხიდან და როგორმე გამოიწვიონ ქვეყანაში არეულობა. ამის ერთადერთი მიზეზი არის მეორე ფრონტის გახსნა, რომ რაც ხდებოდა ბუჩაში, ხდებოდა ირპენში და რაც ...

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში შეჭრის გამო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებას. ორგანიზაციის 160-მა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას ტურისტული სააგენტოს საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე, 27 აპრილს, განაცხადა მადრიდში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა. გადაწყვეტილების მისაღებად ხმების ორი მესამედის უმრავლესობა იყო საჭირო. ორგანიზაციის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი წინადადებას. რუსეთი ელოდა თავისი წევრობის შეჩერებას და შეკრების დასაწყისშივე გამოაცხადა... Читать дальше...





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *